ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
2

ჩამოკვრა

მასტურბაცია, ანანიზმი, ჩუკენობა

(ლათ. manus — ხელი + stupro — ძალდატანება)

"ჩამოვკრავდი, მაგრამ ფერიცვალებაა."

9

შეთესლილი

ხშირად დადებითი შინაარსის მატარებელი სიტყვა, რომელიც გამოხატავს პიროვნების გამბედაობას, კრეატიულობას და სიმამაცეს ერთდროულად

გურიკა რა შეთესლილია, რამაგარი განმარტება გააკეთა

3

ბუძი

ალერსის გამომხატველი მოსაფერებელი კნინობითი სიტყვა, ძირითადად გამოიყენება უახლოეს მეგობრულ-სასიყვარულო, აგრეთვე ნათესაურ კავშირებში, განსაკუთრებით რაიმე სიკეთის გამორჩენის მიზნით. წარმოითქმება "ძ"-ზე მახვილისა და "ი"-ს დაგრძელებით.

ბუძი, მოდი ტაილანდში წავიდეთ.

3

ჯიგარი

ის, ვინც სხვების სურვილებს ხვდება და ასრულებს მათ. ამავდროულად, ადამიანი, რომელიც ხვდება ძმაკაცმა რა გაიფიქრა და ულვაშებში ეღიმება.

„-გუშინ მიშოსთან რო ვსვამდით ბიძამისი გაიჩითა და 5 ჩაყრა მოგვცა, მაგრა გაგვისწორდა.
-რა ჯიგარია ბიძამისი.“

9

ბლატავი

იმისი დაბრალება, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებ (მარტო ვერ შეძლებ). „გუშინ მაგარი თრახი ავწიეთ. ჩვენ ხუთნი ვიყავით, ისინი თორმეტი-ცამეტი, მარა ძმაო მაგრად ვცემეთ, იმენა დავასახიჩრეთ“ თუ ასეთი ტექსტის ავტორი ჩხუბიდან გაქცეული დაგინახავთ, ესეიგი ბლატაობს. თუ არ დაგინახავთ, მაშინ საღოლ ძმაო.

„-გუშინ ის რეებს ბაზრობდა გახსოვს?
-ხოო უცხო კამანდაში ბლატაობდა“

4

განდონა

ხშირ შემთხვევაში, იგულისხმებიან თინეიჯერობის ასაკში მყოფი მოზარდები, რომლებიც ცდილობენ ზრდასრული პიროვნებებივით ქცევას და ამ გზით საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას

-ბიჭო, გუშინ ლუკინიომ დანა გაჩითა და ბავშვებს დასდევდა
- აუ, ეგ მაგარი განდონა ბავშვია

1

ყლექალა

მდედრობითი სქესის პიროვნება, რომელიც ხასიათდება ჭირვეული ქცევებით და აქვს საზოგადოებისთვის გამომწვევი უნარ-ჩვევები.

-ნახე შეჩემა ბაია პატარაია გაიჩითა.
- აუ გააჯვას მაგ ყლექალამ

1

გაყლევება

მომენტი, როდესაც ადამიანის აბსურდულ ქმედებათა კოეფიციენტი მაქსიმუმს აღწევს, რის შედეგადაც ის ძალიან ბევრ სისულელეს აკეთებს.

"იმ დღეს შოთამ რო რაღაც მოტეხა მაღაზიიდან გითხრეს?" "კი როგორ არ მითხრეს, სუ გაყლევდა ეგ ბიჭი მემგონი"

4

ტყვნაში გატარება

პროცესი, რომელშიც ადამიანი მაქსიმალურ წნეხს განიცდის. ეს პროცესი ადამიანს უამრავ ენერგიასა და ნერვებს ართმევს.

"გიო არ მოდის ჰო დღეს?"
"არა ბიჭო, ეგ ჰო სუ სამსახურშია, იმენა ტყვნაში ატარებენ ტიპს"

2

ისპალნიტელი

ცუდი საქმის ჩამდენი, გამორჩეული გამბედაობით დაჯილდოებული პიროვნება, რომელსაც ყველა ზონაზე ჰყავს და ეს უკანასკნელი მისთვის სახლივითაა, ამიტომაც არ ეშინია დაჭერის (დაიჭერენ და ეჭიროთ).

“-ისპალნიტელი როჟაა ყლეზე კიდია ყველაფერი.“