ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
7

ყლე

მამაკაცის სასქესო ორგანოს უხეში სახელწოდება. ასევე გამოიყენება ადამიანისთვის მიმართვის ან ადამიანის მოხსენიების ფორმად

"იმ დღეს ქუჩაში ლექსო ვნახე"
"აუ ეგ რა ყლეა ისე ტო"

3

გამოკვრა (ხელის)

ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმავე ფუძის “ჩა” წინსართიანი ფორმისგან და ნიშნავს შემთხვევით ან კონკრეტული ქცევის შედეგად რაიმეს მოგებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ამ სიტყვის უარყოფითი გამოყენებაც, ანუ თუ ამას გააკეთებ საქმე ცუდად წაგივა.

„- ცუდ რამეს გამოკრავ ხელს.“

25

გაყლევება

ეს ის პროცესია, როდესაც ადამიანი საკუთარ წარსულ პიროვნებასთან შედარებით საგრძნობ დეგრადაციას განიცდის. (გაყლევება ერთჯერადი პროცესია, გამოყლევება კი მუდმივი.)

"გუშინ იყავით ბასიანზე შენ და დათო?"
"აუ კი ბიჭო და ტიპმა იმენა გაუყლევა ისეთები აკეთა"

0

ყლიფონა

ყლის სინონიმი, ანუ ადამიანი, რომელიც ხშირად აკეთებს სულელურ მოქმედებებს, უბრალოდ ყლიფონას უფრო მეტსახელის ფორმა აქვს.

"ყლიფონას უთხარით გამოაჯვას"
"ყლიფონ გამოაჯვი"

4

ბაითი

„უმშობლო“ სახლი, ანუ სახლი, რომელშიც მშობლები არ არიან (ჯერ-ჯერობით) და შესაძლებელია ძმაკაცების ან ნაშების აყვანა (იგივე: „აყრა“).

„-დღეს არ დავლიოთ?
-ბაითი სად გავაძროთ?
-მოიცა გიორგას დავურეკავ.“

1

დედისმტყვნელი

პოზიტიური გინება. ამ სიტყვას იყენებენ ამ ადამიანის მიმართ, რომელმაც რაღაც ძალიან მაგარი გააკეთა.

"მესიმ 5 გოლი რო გაიტანა ნახე?"
"ეგეთი დედისმტყვნელი ფეხბურთელი მე არ ვიცი ძმაო"

0

ათესვა

გაქცევა გადებისგან თავის დაღწევის მიზნით.

“-მოიცა ერთიც ჩაუკიდე.
-ავითესეთ შეჩემა მენტებმა ჩამოაყენეს.“

3

ყლინჯი

ანაცვლებს ნებისმიერი ნივთის სახელს წინადადებაში.

-"ის ყლინჯი გადააგდე?"
-"რამე ყლინჯი არ გაქ, აქ რო ჩავტენო?"