ვებ-გვერდის წესები
www.bidzer.ge (შემდგომში „ვებ-გვერდი“) წარმოადგენს სლენგის ქართულ ლექსიკონს, რომლის შექმნაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ „ვებ-გვერდის“ მომხმარებლები. „ვებ-გვერდზე“ მოქმედებს ქვემოთ განსაზღვრული წესები (შემდგომში „წესები“). „ვებ-გვერდის“ ნებისმიერი სახით გამოყენება წარმოადგენს თანხმობას მოცემულ „წესებზე“. „ვებ-გვერდი“ იტოვებს „წესების“ დროთა განმავლობაში შეცვლის/განახლების უფლებას. „წესების“ მიზნებისთვის, მომხმარებლად მიიჩნევა ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იყენებს/ეცნობა „ვებ-გვერდს“.
1. ზოგადი წესები
1.1. „ვებ-გვერდი“ არ არის განკუთვნილი ყველა ტიპის აუდიტორიისთვის. „ვებ-გვერდის“ შინაარსი ხშირად შეიცავს უცენზურო და პირდაპირ გამონათქვამებს. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ „ვებ-გვერდის“ შინაარსი თქვენთვის შეუფერებელი ან/და შეურაცხმყოფელია, გთხოვთ არ გაეცნოთ მას.
1.2. „ვებ-გვერდი“ არ არის განკუთვნილი 13 წლამდე ბავშვებისთვის. „ვებ-გვერდის“ გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი ან უკვე შეგისრულდათ 13 წელი და გაქვთ მშობლების/სხვა კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა, „ვებ-გვერდის“ გამოყენებასთან დაკავშირებით.
1.3. აკრძალულია „ვებ-გვერდის“ ნებისმიერი ისეთი სახის გამოყენება, რომელიც არღვევს საქართველოს კანონმდებლობას.
1.4. „ვებ-გვერდის“ ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს ან დროებით/სამუდამოდ გათიშოს „ვებ-გვერდი“.
1.5. „ვებ-გვერდი“ არ იძლევა გარანტიას, რომ (1) იგი სრულად დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს/მოლოდინებს; (2) მომხმარებელი ნებისმიერი დროს შეძლებს „ვებ-გვერდით“ შეუფერხებელ სარგებლობას; (3) „ვებ-გვერდი“ არ იქნება ხარვეზების/შეცდომების შემცველი; (4) ხარვეზები/შეცდომები იქნება შესწორებული.
1.6. „ვებ-გვერდი“ არაა პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ მისი გამოყენებით გამოწვეულ არანაირ ზიანზე/დანაკარგზე.
1.7. „ვებ-გვერდი“ იტოვებს უფლებას გადაამუშავოს/გამოიყენოს ყველა ის პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი მას საკუთარი ნებით მიაწვდის.
1.8. იმ შემთხვევაში, თუ „წესების“ რომელიმე დებულება ჩაითვლება ბათილად, იგი ვერ მოახდენს გავლენას სხვა დანარჩენი დებულებების ნამდვილობაზე/კანონიერებაზე.
1.9. მოცემული „წესები“ წარმოადგენს შეთანხმებას მომხმარებელსა და „ვებ-გვერდს“ შორის და იგი აღემატება სხვა ნებისმიერი სახის კომუნიკაციას.
1.10. „ვებ-გვერდს“ არ გააჩნია კონფიდენციალურობის ვალდებულება, მათ შორის, მას არ გააჩნია ვალდებულება კონფიდენციალურად შეინახოს თუ რომელი ინფორმაცია რომელმა მომხმარებელმა განათავსა „ვებ-გვერდზე“.
2. მომხმარებლების ქცევის წესი
2.1. მომხმარებელს ეკრძალება ნებისმიერი ისეთი სიტყვის, განმარტების თუ სხვა ინფორმაციის (შემდგომში ერთობლივად „ინფორმაცია“) „ვებ-გვერდზე“ გამოქვეყნება, რომელიც:
2.1.1. უკანონოა, შეიცავს რეალურ მუქარას ან ცილისწამებას;
2.1.2. არღვევს სხვა ნებისმიერი პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას;
2.1.3. ფუნდამენტური ზიანის მომტანია „ვებ-გვერდის“ ხარისხისა და სულისკვეთებისთვის;
2.1.4. მიზნად ისახავს ნებისმიერი პირის შეურაცხყოფას, დამცირებას ან/და დაშინებას;
2.1.5. შეიცავს ძალადობისკენ ან სხვა უკანონო ქმედებისკენ მოწოდებას;
2.1.6. შეიცავს ცრუ ინფორმაციას, მომხმარებლების ფაქტობრივ შეცდომაში შეყვანის პირდაპირი მიზნით;
2.1.7. მიზნად ისახავს ვებ-გვერდთან ან/და სხვა ნებისმიერ მესამე პირთან აფილირებულობის უკანონოდ წარმოჩენას;
2.1.8. შეიცავს ნებისმიერი პირის პერსონალურ ინფორმაციას;
2.1.9. რაიმე სხვა ფორმით სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.
2.2. „ვებ-გვერდს“ აქვს უფლება, მაგრამ არა ვალდებულება, საკუთარი შეხედულებისამებრ შეაფასოს ნებისმიერი განთავსებული ინფორმაციის შესაბამისობა მის მიერ დადგენილ წესებთან და მოახდინოს მათი გაფილტვრა.
2.3. „ვებ-გვერდი“ უფლებამოსილია გაფილტროს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, იმ შემთხვევაშიც თუ „წესების“ დარღვევას ადგილი არ აქვს.
2.4. „ვებ-გვერდი“ უფლებამოსილია დაბლოკოს ნებისმიერი მომხმარებელი, მათ შორის ის ვინც სისტემატიურად არღვევს მოცემულ „წესებს“.
2.5. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, „ვებ-გვერდს“ არ გააჩნია ვალდებულება/შესაძლებლობა აკონტროლოს მასზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსი.
2.6. „ვებ-გვერდი“ პასუხისმგებლობას იხსნის მასზე განთავსებულ ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე.
2.7. „ვებ-გვერდს“ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მასზე განთავსებული ინფორმაციით გამოწვეულ ზიანზე ან სხვა ნებისმიერი ტიპის კანონდარღვევაზე.
2.8. თითოეული მომხმარებელი უშუალოდ საკუთარ თავზე იღებს სრულ პასუხისმგებლობას მის მიერ განთავსებულ ინფორმაციაზე.
2.9. თითოეული მომხმარებელი ცალსახად და არაორაზროვნად აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მის მიერ განთავსებული ინფორმაცია შელახავს სხვა პირის უფლებებს ან გამოიწვევს ნებისმიერი ტიპის კანონდარღვევას, იგი პირადად, „ვებ-გვერდისგან“ დამოუკიდებლად აგებს პასუხს.
2.10. „ვებ-გვერდი“ პასუხისმგებლობას იხსნის ნებისმიერ ისეთ განთავსებულ ინფორმაციაზე ან/და ქმედებაზე, რომელიც „ვებ-გვერდზე“ ჰაკერული შეტევის ან/და ასეთი შეტევის მცდელობის შედეგი იქნება.
3. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები
3.1. „ვებ-გვერდი“ ფლობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს „ვებ-გვერდზე“ და მის ყველა ელემენტზე, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ, დიზაინზე, საილუსტრაციო მასალაზე, ფუნქციონალურობაზე.
3.2. „ვებ-გვერდზე“ ნებისმიერი ინტელექტური საკუთრების ობიექტის (საავტორო უფლების ობიექტის) განთავსებით, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას უსასყიდლოდ გადასცეს „ვებ-გვერდს“ სრული და გამოუხმობადი უფლება ამგვარ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ნებისმიერი და ყველა სახით გამოყენებაზე, ინტელექტუალრი საკუთრების უფლების მოქმედების მთელი ვადით და ტერიტორიის შეუზღუდავად.
3.3. „ვებ-გვერდი“ უფლებამოსილია მასზე მომხმარებლის მიერ განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, ინტელქტუალური საკუთრების ობიექტი დამოუკიდებლად, ნებართვის გარეშე, გამოიყენოს ნებისმიერი ფორმით, მათ შორის კომერციული მიზნებისთვის.