9

ბლატავი

იმისი დაბრალება, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებ (მარტო ვერ შეძლებ). „გუშინ მაგარი თრახი ავწიეთ. ჩვენ ხუთნი ვიყავით, ისინი თორმეტი-ცამეტი, მარა ძმაო მაგრად ვცემეთ, იმენა დავასახიჩრეთ“ თუ ასეთი ტექსტის ავტორი ჩხუბიდან გაქცეული დაგინახავთ, ესეიგი ბლატაობს. თუ არ დაგინახავთ, მაშინ საღოლ ძმაო.

„-გუშინ ის რეებს ბაზრობდა გახსოვს?
-ხოო უცხო კამანდაში ბლატაობდა“

4

განდონა

ხშირ შემთხვევაში, იგულისხმებიან თინეიჯერობის ასაკში მყოფი მოზარდები, რომლებიც ცდილობენ ზრდასრული პიროვნებებივით ქცევას და ამ გზით საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას

-ბიჭო, გუშინ ლუკინიომ დანა გაჩითა და ბავშვებს დასდევდა
- აუ, ეგ მაგარი განდონა ბავშვია

2

ყლექალა

მდედრობითი სქესის პიროვნება, რომელიც ხასიათდება ჭირვეული ქცევებით და აქვს საზოგადოებისთვის გამომწვევი უნარ-ჩვევები.

-ნახე შეჩემა ბაია პატარაია გაიჩითა.
- აუ გააჯვას მაგ ყლექალამ

1

გაყლევება

მომენტი, როდესაც ადამიანის აბსურდულ ქმედებათა კოეფიციენტი მაქსიმუმს აღწევს, რის შედეგადაც ის ძალიან ბევრ სისულელეს აკეთებს.

"იმ დღეს შოთამ რო რაღაც მოტეხა მაღაზიიდან გითხრეს?" "კი როგორ არ მითხრეს, სუ გაყლევდა ეგ ბიჭი მემგონი"

4

ტყვნაში გატარება

პროცესი, რომელშიც ადამიანი მაქსიმალურ წნეხს განიცდის. ეს პროცესი ადამიანს უამრავ ენერგიასა და ნერვებს ართმევს.

"გიო არ მოდის ჰო დღეს?"
"არა ბიჭო, ეგ ჰო სუ სამსახურშია, იმენა ტყვნაში ატარებენ ტიპს"

2

ისპალნიტელი

ცუდი საქმის ჩამდენი, გამორჩეული გამბედაობით დაჯილდოებული პიროვნება, რომელსაც ყველა ზონაზე ჰყავს და ეს უკანასკნელი მისთვის სახლივითაა, ამიტომაც არ ეშინია დაჭერის (დაიჭერენ და ეჭიროთ).

“-ისპალნიტელი როჟაა ყლეზე კიდია ყველაფერი.“

4

ჩაპიზდვა

არასწორი საქციელის სამაგიეროდ ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფა. „ჩასაპიზდია“ ნიშნავს, რომ ადამიანი უსამართლოდ მოიქცა და სამაგიერო უნდა მიეზღოს.

„-ისეთი ყლეობა გააკეთა უეჭველი ჩასაპიზდია.“

3

გაჩითვა

[პონტში] სადმე მისვლა („იხილეთ პონტი“);
[რაიმესი] რაიმეს შოვნა (მაგალითად: „მავნემ მაგარი მოსაწევი გაჩითა“, ანუ მავნემ (ზედმეტსახელი) კარგი მოსაწევი ნივთიერება იშოვა);
[ვინმესი] გაჩხრეკა.

“-გაიჩითა?
-არაა მივწერეთ და არ გვპასუხობს ველოდებით კიდე.“

8

ყლე

მამაკაცის სასქესო ორგანოს უხეში სახელწოდება. ასევე გამოიყენება ადამიანისთვის მიმართვის ან ადამიანის მოხსენიების ფორმად

"იმ დღეს ქუჩაში ლექსო ვნახე"
"აუ ეგ რა ყლეა ისე ტო"

3

გამოკვრა (ხელის)

ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმავე ფუძის “ჩა” წინსართიანი ფორმისგან და ნიშნავს შემთხვევით ან კონკრეტული ქცევის შედეგად რაიმეს მოგებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ამ სიტყვის უარყოფითი გამოყენებაც, ანუ თუ ამას გააკეთებ საქმე ცუდად წაგივა.

„- ცუდ რამეს გამოკრავ ხელს.“