0

სწრაფწკაპი

წკაპი - კლიკის სინონიმია. დაწკაპება - დაკლიკების. 

ციფრული ფაილის გასახსნელად, საჭიროა ორი სწრაფი კლიკი. ტერმინი, ამარტივებს მიმართვას მომხმარებლებისთვის. მაგალითად, ნაცვლად "დააკლიკე 2-ჯერ სწრაფად და გახსენი ფაილი" შესაძლებელია გამოყენებულ იქნას - "2 სწრაფწაკი და გახსენი ფაილი".

სწრაფწკაპი - განსაკუთრებით მოსახერხებელია instagram პოსტის მოწონების მოწოდებისთვის. 

ინსტაგრამ პოსტზე: 2 სწრაფწკაპი თუ მოგწონს ფოტო.

გახსენი ფაილი 2 სწრაფწკაპით.

0

კრინჯი

კრინჯი თავისებური იუმორია, რომელიც მაყურებელს ერთდროულად კიდეც აწუხებს და კიდევაც აცინებს.

კრინჯი მსმენელს წარმოუქმნის მზარდ უხერხულობას და უსიამოვნობას, რომელიც ნელ-ნელა ივსება მწუხარებით აღსავსე სიცილით. ამიტომ, კრინჯის ყურება საკმაოდ რთულია.

კრინჯი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც პიროვნება სამარცხვინო ან უხერხულ რამეს იტყვის. ამასთან, კრინჯის სიმძაფრე პირდაპირაა დამოკიდებული კრინჯის მთქმელის მიერ იმის გააზრებაზე, თუ როგორი საქციელი ჩაიდინა. თუ ვერ იაზრებს – კრინჯი მძაფრია, თუ იაზრებს – შედარებით მსუბუქი. კრინჯი ორმაგდება, თუ საუბარში ჩართულია მეორე პირი და ვერც ის ხვდება ნათქვამის სამარცხვინოობას ან უხერხულობას. ხოლო თუ ხვდება, შესაბამისად, კრინჯი მსუბუქდება. კრინჯი თითქმის ქრება თუ ნათქვამის სამარცხვინოობას ან უხერხულობას ორივე მხარე იაზრებს.

რაც ერთი ადამიანისთვის კრინჯია, ის მეორისთვის შეიძლება ჩვეულებრივი ამბავი იყოს. რა? რისიც ერთს რცხვენია, მეორესაც აუცილებლად შერცხვება? ან უხერხულად მოაქცევს? – რა თქმა უნდა არა. ხოლო ამ სიტყვებით ერთგვარად ცხადს აღვნიშნავ, რადგან თუ კრინჯი ყველასთვის სამარცხვინოა ან ყველასთვის არასამარცხვინო, ცხადია ის ვერ იარსებებს.

ძირითადად, კრინჯია ძველიებური საქციელი. ნებისმიერი ძველი ფილმი მეტი კრინჯია ვიდრე ყველაზე მაგარი სტენდაფი.

...შენნაირი ლამაზი გოგოს ნახვისას ყოველ ჯერზე ჩემთვის ხუთი ლარი რომ მოეცათ, მხოლოდ ხუთი ლარი მექნებოდა.

...შენ ალბათ კამერა ხარ, რადგანაც რამდენი შემოგხედავ, იმდენი ვიღიმები.

0

გოიმი

ესე არის ვინმე, სადაც არის, იმ საზოგადოებას რომ უნარებითა და ზნეობით ვერ შეეფერება. ხო და რომ გამოავლენს ამ შეუსაბამობის ნიშნებს ეძახიან გოიმს (ამასთან, არა აქვს მნიშმნელობა, არსებითი შეცდომა დაუშვა თუ არა). ერთგან გოიმი, მეორე ადგილას შეიძლება საპატიო პირი გახლდეს. გოიმს ხმარობენ იმ საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებსაც თავისი თავი დიდი ბობოლა რამე ჰგონიათ. თავმდაბალი ხალხი ამ სიტყვას, მეტი წილი, არ ხმარობს.

ამ სიტყვის არსებითი შინაარსი არ არის ფიქსირებული, არამედ ცვალებადია. ისე, რომ შენ თვითონ უნდა მიხვდე, ამ წუთში ვინ რა იგულისხმა გოიმი ხარო რომ გითხრა.

ხშირად გოიმის კატეგორიაში ექცევიან ერთი ტიპის ხალხი, როგორიც არიან ნერდები, შკოლნიკები, გამოუსვლელები და ა. შ. ანუ ისინი, ვისი საქციელი არ არის ძერსკაი და ქული, არამედ არის კრინჯი.

გოიმი ქალაქური სიტყვაა ამიტომ სოფლელი სოფელში ჩასულ ქალაქელს, ძროხა რომ ვერ მოწველა, გოიმს ვერ დაუძახებს. სამაგიეროდ, თუ ძროხის მოწველა ისწავლა, და მისმა დაქალებმა გაიგეს, იმ ქალაქელს შეიძლება გოიმი დაუძახონ.

...იმ ტიპს შეხედე ბიჭო, სუფთა გოიმია, ფეხბურთის საყურებლად სტადიონზე შარვალ-კოსტუმით მოვიდა.

...მაგარი გოიმი ვინმე იყო, დაბადების დღეზე თავისი კიტრით და პომიდვრით მოვიდა

...იმ გოიმმა საახალწლოდ ღორის თავი მაჩუქა.

და ა.შ.

0

ყვერბარბაცა

მამრობითი სქესის ადამიანი რომელსაც უხვი რაოდენობის კანზე აქვს ჩამოკიდებული თავისი სათესლეები რის გამოც ისინი ბარბაცებენ. ასევე გამოიყენება მატყუარა ან მრუში ადამიანის აღსანიშნავად.

- ეე შენ კაი ყვერბარბაცა კაცი ყოფილხარ.
-გაიგე? გიორგი ყვერბარბაცა ყოფილა!

0

შმიტზაოდი

ადამიანი რომელიც ყოველ 5 წუთში იწმენდს ცხვირს, და აშკარად დიდი რაოდენობით შმიტს გამოჰყოფს მისი ცხვირი

- შმუტ, შმუტტტ, შშშ..
- აუუ შენ რა შმიდზაოდი გჭირს

0

ჩინჩვლა

ძველქართული სიტყვაა და მოტყვნას ნიშნავს.

აბა რა სარგებელი მოაქვს მამალს?
- ჩინჩლავს.