0

აუ შეჩემა ტეხავს

გამოიყენება ნებისმიერ სიტუაციაში როცა "ტეხავს"

- წამო თაკოსთან ავიდეთ
- ახლა?
- ხო რაა მერე
- აუ შეჩემა ტეხხავს
_________________
- ბიჭო გიუშა გამოცდებში ჩაიჭრა
- აი თან ჩვენკენ მოდის
- აუ შეჩემა მაგრად ტეხავს
_________________
- ბიჭო სანდრიკამ აჭარაზე ბინა გამაზა
- აუუ შეჩემა მაგგრრად ტეხავს

0

აუ ეს რა შემეცი ტიპია

ამბობენ ადამიანზე რომელსაც ყველაფერი უნდა ან უბრალოდ მოგაჩემდება

- ბიჭო ეგ საათი მაჩუქე რა
- არა, მამაჩემმა მაჩუქა სიმბოლურად.
- მაშინ კოლა მიყიდე
- ფული არ მაქვს
- და ის კიდე მოგწონს
- აღარ, მკიდია
- გიუშა რას შვრება
- აუ შენ რა შემეცი ტიპი ხარ

0

ეგზისტენციალური კრიზისი

სიტყვის მარტივი განმარტება რომ ვთქვათ ნიშნავს სამყაროში აზრის დაკარგვას ანუ ყველაფერი გეჩვენება უაზროდ,
ტერმინი ეკუნითვის ფილოსოფიურ მიმდინარეობა ეგზისტენციალიზმს რომელიც 19-20 საუკუნეებში დამკვიდრდა

- ეგზისტენციალური კრიზისი მაქვს
- მერედა თვითონ ეგზისტენციალიზმი შეისწავლე მისი მთავარი მიზანიც ხომ სწორედ ესაა გაპოვნინოს აზრი სამყაროში

0

სვეჟად გამოიყურები

როდესაც ჰომოსაპიენსი კარგად გამოიყურება,ახალი რამე აცვია ,კოხტად გამოიყურება ,ახალგაზრდულად გამოიყურება მერე რა რო 65 თიაა და არავითარი ახალგაზრდა აღარაა :D

აუ რა სვეჯად გამოიყურებიიი

0

დაგლიჯა

ძაან გაასწორა,კმაყოფილების გამომხატველი სიტყვა,ბოლომდე მაგრად გაკეთება რამე საქმის.

დათკამ ისეთი სუფრა იკისრა დაგლიჯა იმინა.

0

უშუალოდ

დასკვნითი საფუძველი (მსჯელობის შედეგად, საბოლოოდ მიღებული აზრის, წინ მდგომი ფრაზა)

უშუალოდ კარგი საღამო გამოვიდა

0

მადღაბნია

მახატიას გამძაფრებული ვერსია
იხ: მახატია

"აუუ მაგრად მადღაბნია!"