0

ამერიკაში გადაგაფრენ!

ძალიან გავრცელებული ტერმინი, რომელიც გამოიყენება ბავშვების მიერ, თანატოლებზე თავიანთი ძალის გადამეტებულად დემონსტრირებისთვის

ისეთ წიხლს ამოგცხებ, ამერიკაში გადაგაფრენ!

0

ორ გოლზე შეგეცვლები

მსუქანი მეკარისთვის თანაგუნდელებისგან მიცემული დამაიმედებელი ფრაზა, რომელიც მას ოდესღაც გარეთ თამაშის იმედს აძლევს, მაგრამ პირობა არასდროს სრულდება.

-ჯუმბერ შენ კარიდან დაიწყე
-თქვენ რა გაატრაკეთ ეეე
-მიდი ძმობას გაფიცებ და ორ გოლზე შეგეცვლებით

0

თითი მაქვს ნაღრძობი

უნივერსალური ფრაზა, რომელიც ფეხბურთის თამაშის დროს კარში ჩადგომას გაცილებას თავიდან და თანაგუნდელებზე მორალურ ზემოქმედებას ახდენს.

-გიო შენ კარში ჩადექი
-აუ არ შემიძლია თითი მაქვს ნაღრძობი

0

ფუუ რა სუნია

გაკუების დროს წარმოთქმული სიტყვა, რომელსაც სასტავში გაკუებისთანავე ამბობ რომ შენზე ეჭვი არ მოიტანონ.

პრუწ.
ფუუ რა სუნია

0

ქრაში

შენი ტურფა, სიყვარული, მიჯნური, გულისფანცქალი,სულის წივილ კივილი, რომელსაც ვერ უბედავ თქმას, რომ მოგწონს.

მეგობარი გაჩვენებს ლამაზი მამრის ან მდედრის ფოტოს.
შენ: ჩემი ქრაშია.

0

გაქცეულს მოაბრუნებს

აღნიშნავს უცხო ენის ცოდნის დონეს, რამდენად კარგად ფლობ ამა თუ იმ ენას

-ინგლისური იცი ხო?
-ისე რა!
-გაქცეულს ხო მოაბრუნებ?!

0

ბოზი შნაიდე

ბოზი შვილი ვიყოს უნივერსალური გერმანული თარგმანი, რომელსაც 2000-იანი წლების ახალგაზრდა თაობა გამოიყენებდა

-აუუ მაგარი ფილმი იყო ბოზი შნაიდე ტოო

0

ატრაკებ და გიხარია

მეგობრის სისულელეზე საპასუხოდ წარმოთქმული ფრაზა.

მეგობარი: (ამბობს სისულელეს)
შენ: ატრაკებ და გიხარია

0

ლოვე

იგივეა რაც მიჯნური, მაგრამ უფრო “ძერსკად” ნათქვამი.

- ლოვე გყაავს?
-არა.