0

სად დაკარგე?

უაზრო შეკითხვა რომელსაც გეკითხებან რამეს თუ კარგავ

ტელეფონი დავკარგე
სად დაკარგე?

0

შემეცა

1.მოთმინების ამოწურვის გამომხატველი ყველაზე ეფექტიანი სიტყვა, რომელიც იხმარება იმის შესატყობინელად, რომ მეორე მხარემ უკიდურეს ნიშნულს მიაღწია თავმობეზრებაში და ახლავე უნდა გაჩერდეს.
2. პასუხი შენს გაბაზრებულ ნაკლზე/შეცდომაზე მემილიონე ხუმრობის/შენიშვნის მოსმენისას.

-როგორ ხარ? აი ეს ლინკი გახსენი და მოიწონე ჩემი ფოტო, რომ აიფონი მოვიგო. მერე მეგობრებსაც დაალაიქებინე და ბარემ პოსტიც გაიზიარე საჯაროდ რაა...
-შემეცა!

-. ეე ღიპუც, გუგულიმ მსუქნებზე რეგულაციები უნდა დავაწესოო და შენ რა გეშველება ? (იცინის)
- შემეცაა!

0

შეაწუხე!

გულშემატკივრის ან მწვრთნელის შეძახილი ფეხბურთელის მიმართ, რათა მაქსიმალურად შეავიწროვოს თავისი მოწინააღმდეგე.

მიდი ბიჭო, შეაწუხე!

0

ტრაკში

ძალიან შორი და რთულად მისადგომი ადგილი

-წამო წავედით -აუ სადღაც ტრაკში მიგყავარ ხო?!

0

ლიფტში ცხოვრობ?

სიტყვები რომელიც გამოიყენება ხშირად "ზბორებზე" როდესაც სხვის ან შენს ოთახში შედიხარ და კარი ღია გრჩება

დაკეტე კარები ლიფტში ცხოვრობბ?

0

დისტაციონი სადაა?

ამ ფრაზით ოჯახის უფროსი მოუწოდებს ოჯახის უმცროს წევრს ტელევიზორის პულტის მოძებნას

„რას უშვებით ამ პულტს, გიო მამი დისტანციონი სადაა?“

0

ხმარებაში გაიწევს!

ძირითადად გამოიყენება ფეხსაცმლის გამყიდველის მიერ მყიდველის დასამშვიდებლად და მისი არჩევანის სისწორეში დასარწმუნებლად.

არა ძმა კაი კაჩესტვაა,პახოდუ ხმარებაში გაიწევს.

0

45+ წუთი

საფეხბურთო ტაიმის უკანასკნელი წუთი,როცა ჩვენ თამაში დამთავრებული გვგონია

ტორპედო 0-1 ლუდოგორეცი

0

მეტრა ოცი ნახტომში

ხშირ შემთხვევაში დაცინვის მიზნით გამოყენებული წინადადება,რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ადამიანი ვიზეც ვსაუბრობთ არის ძალიან დაბალი.

რას ამბობ გოგო,მეტრა ოცია ნახტომში!

0

ჩაბაყუნება

მიირთვას აღმატებითი ფორმა.

შაურმას ხომ არ ჩააბაყუნებდით მილედი?