0

გამიხურე

როდესაც მოსაუბრეს ნერვებს უშლი

-კაი რა ჩამირიცხე 50 თეთრი მაინც ჩამირიცხე
-ნუ გამიხურე საქმე შენ

0

მერე ვნახავ

მეგობრის მიერ გამოგზავნილ უინტერესო ლინკზე გადასვლის თავიდან ასარიდებელი გზა მანამ, სანამ არ გკითხავს, ნახე თუ არა (რისი შანსიც 0.0000001%-ია).

-აუ ეს ვიდეო ნახე რა მაგარია!
-მერე ვნახავ, ახლა სხვა რაღაცას ვუყურებ.

0

ტრაკზე ვეჯექი !

ფრაზა ,რომელიც გამოიყენება ავტომობილების გატესტვის დროს . ფრაზა გამოყენებულია დამარცხებულის მიერ , რეალური შედეგის გადასაფარად

- რა ქენით , როგორ იარეთ ?
- როვნად , ტრაკზე ვეჯექი

0

შამპუნში წყლის გამოვლება

გაჭირვების აღმატებითი ფორმა .დიალოგში ერთი მეგობარი იყენებს , მეორის გაჭირვების დასაკნინებლად .

ეგ რა არის , შენ ჯერ შამპუნში წყალი არ გამოგივლია

0

ასი გრამი

aka "სტოგრამი" - კაცობრიობის ყველაზე დიდი აღმოჩენა, რომელიც ძირითადად გამოიყენება ალკოჰოლის მიღების მეორე დღეს. წამალი რომელიც არჩენს: ნაბახუსევს, თავის ტკივილს, უხასიათობას, გაციებას, ინფექციურ დაავადებებს, სისხლძარღვთა დაავადებებს, კიბოს, შიდსს, სიკვდილს და ა.შ.

- აუ, გასკდა თავი... რა იყო ეს გუშინ?!
- მერე მაგას ხო იცი რა შველის?
- რა?
- სტოგრამი! (ალმაცერი ღიმილით)

0

ბაგი Bug

საერთაშორისო სიტყვა რომლის მნიშვნელობა არავინ იცის

-აუ გაბაგა
-გაბაგა კი არა გაჭედა :)

1

გაქცეულს მოვაბრუნებ

უცხო ენის ცოდნის დონის მაჩვენებელი რომლის გამოყენების ძირითად შემთხვრვაშიც პიროვნება არ ფლობს ენას მაგრამ ამის აღიარება არ უნდა

-ბიჭო რო მიდიხარ ენა იცი?
-ვიცი რაა, გაქცეულს მოვაბრუნებ

0

აყლისთავება

წაქცევა რისშემდეგაც ხშირად მოსდევს მუხლების გადაყვლეფა

-მუხლებზე რა გჭირს?
-გუშინ ავყლისთავდი