0

ბურა

ყველაზე გავრცელებული თამაში კარტით,რომელსაც ყველაზე ხშირად ბირჟავიკები მიმართავენ დროის გასაყვანად.ასევე ბურას სძალუძს კონფლიქტის მოგვარება ორ სუბიექტს შორის.

ხშირად გავიგებთ შემდეგ ფრაზებს:
-დავი!
-დათვალე აბა!
-გავედი პარტიას!

0

სადა ბანაობ?!

რიტორიკული შეკითხვა რომელიც პიროვნებას მიუთითებს, რომ მოვლენებს ჩამორჩა/არ იცის ან ვერ ხვდება რა მოხდა.

-მათემატიკაში ბარიერი 15ია ხო?
-ეეე სადა ბანაობ?!

0

მეც ძალიან

ეშმაკური პასუხი რათა არდატოვო გატეხილში პიროვნება რომელსაც მოენატრე

-მომენატრეე
-მეც ძალიან

0

მაგრად მისუქებს

გამოიყენება მაშინ როდესაც ადამიანს არ აინტერესებს რაიმე ამბავი ან პიროვნება

მაგრად მისუქებს იმან რა გააკეთა გუშინ

0

თავისი დააბა

გამოიყენება ბანქოს თამაშ "ჯოკერში", როდესაც რომელიმე მოთამაშე წაიღებს იმდენს რამდენიც იძახა კონკრეტული რიგების დროს

იმან თავისი ორი დააბა

0

რა ქარმა გადმოგაგდო

„რა ქარმა გადმოგაგდო“ ძირითადათ გამოიყენება მაშინ, როდესაც დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდები.

-ვაა გურაამ რა ქარმა გადმოგაგდო
-რავი აბა

0

ნუ შემიკიტინე!

ფრაზა გამოიყენება, როდესაც მეგობარი (მეზობელი, ძმაკაცი და ა.შ) გულს შეგიწუხებს ერთი და იგივე თემის ტკეპნით და მასზე წუწუნით ანუ ეს საუბარი ისეთივე შემაწუხებელია როგორც უხერხულ ადგილას თითების "კიტინი".

-აუ გოგო მითხარი რა გავაკეთო შევურიგდე??
- ნუ შემიკიტინე, რაც გინდა ის ქენი!

0

გაუკავე!

მოქმედება რომელიც ითვალისწინებს ატეხილი ძროხის გაკავებას, რათა ძლიერი გენების მქონე მოზვერმა დაამაკოს.

-არ უჩერდება ეს დასაკლავი!
-მიდი შენ "გაუკავე" მე მოვადენი მოზვერს!

0

მენისკი

მეტად გავრცელებული უნივერსალური და ეჭვდაუდებელი მიზეზი იმისა, თუ რატომ დაასრულა კარიერა უნიჭიერესმა ქართველმა არშემდგარმა ფეხბურთელმა ასე ნაადრევად, სულ მთლად ბავშვობაშივე.

დიალოგი (მეტწილად ბირჟაზე)
- ვა, სანდრიკ როგორ ხარ? კიდევ უბერავ ფუტბოლს?
- ეჰ, შევეშვი, მენისკი შეჩემა.
- ტეხავს, არადა რა უდარი გქონდა?
- აბა...