0

,,ორ ჭიქიანი”

ადამიანი,რომელიც ქეიფის დროს,მინიმალური ალკოჰოლური სასმლის მიღების შემდეგ,ექცევა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ,განწირულია სიმთვრალისთვის,მისგან მთელი საღამოს განმავლობაში,მოსალოდნელია,უამრავი,უჩვეულო,სიურპრიზი!

ამას ბევრი არ დაალევინოთ,ორ ჭიქიანია!

0

ცხოვრებაში უფრო სიმპატიურია

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი, როდესაც მეგობრებს სოციალურ ქსელში აჩვენებენ უშნო შეყვარებულის სურათებს

აქ არ უდევს კაი სურათები, ცხოვრებაში ბევრად უფრო სიმპატიურია

0

2 პასტა არ გაქვთ?

ყველაზე ხშირი კითხა გაკვეთილის მსვლელობის დროს

ყველაზე ხშირი წინადადება გაკვეთილის მსვლელობის დროს

0

გაკატავება

ეს სიტყვა განიმარტება როგორც გადამგდები,როდესაც მაზიანს იგებ და გარკვეული დროის შემდეგ არ გაბარებენ თავანს

-ბიჭო მოდი მაზიანი მოვცხოთ
-არა მაგას არ ეთამაშო გამკატავებელია

0

"შეჩემა"

უნიკალური სიტყვა, რომლის გამოყენება შესაძლებელია წინადადების ნებისმიერ ადგილას და ხშირ შემთხვევაში პარტნიორის მიმართ ერთგვარი სითბოს გამოხატულებაა

რავი შეჩემა რა წინადადება მოვიყვანო ვერ ვფიქრობ :D

0

აგერ ერთ კევს უფასოდ მოგცემ

მაღაზიაში გამყიდველის ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფრაზა 100 ლარიანის დაშლის თავიდან ასაცილებლად.

-აი 100 ლარი და ერთი კევი მომეცით
-აგერ ერთ კევს უფასოდ მოგცემ

0

ედიშერი

ქართული სახელი, რომელიც კნინობით ფორმაში შეიძლება დავითადაც მოვიხსენიოთ.

- მე კი ვარ გიორგი და კი ვართ სტუდიაში, მაგრამ დავითის სახელი რეალურად ედიშერია.

0

"მოგაფუნა კარტმა?"

ტერმინი გამოიყენება ჯოკრის თამაშის დროს ერთ-ერთ მოთამაშესთან კარგი კარტის მისვლისას ან დარიგების დროს კმაყოფილი სახის მიღებისას

რა ვერ დაითვალე მოგაფუნა კარტმა?