0

ძაღლებს ძაღლებს ძაღლებს

დაგინების საწინააღმდეგო ანუ ამოგინების ერთგვარი ფორმა. სამი სიტყვისგან შემდგარი მაგიური ფრაზა რომელიც თითქოს ანეიტრალებდა დაგინებას. ის ძირითადად 90 იანელ პაცნებს შორის იყო გავრცელებული.

- ჩემი დედა ვატირე თუ ვქნა.
- დროზე ამოაგინე ბიჭო!
- ძაღლებს, ძაღლებს, ძაღლებს.

0

რაქენი?

კითხვა,რომელიც მთელი ივლისის განმავლობაში ძალიან პოპულარულია და პასუხი ყოველთვის ბანალური და ერთნაირი აქვს:,,რავი დავწერე''

რაქენი?ადვილები იყო? ჩემი შვილი წერდა?

0

ეგ თუ არ ქონდათ?

ბავშვების მიერ ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, როდესაც მაღაზიაში სიგარეტზე აგზავნიან.

- გენო, მიდი ლურჯი პირველი მომირბენინე
- ეგ თუ არ ქონდათ?

0

რა ხირს?

მიჰა ჰამოდის შემქმნელებისგან დამკვიდრებული კიდევ ერთი ფრაზა, რომელთაც რამის ფასი აინტერესებთ, მაგრამ ღ და ხ ერევათ

ეს მაიკა რა ხიიიიიირს?

0

რავი დავწერე

აბიტურიენტის სხარტი პასუხი კითხვაზე, თუ როგორ დაწერა ერთიანი ეროვნული გამოცდები.

-ბრა ქენი, როგორ დაწერე?
- რავი დავწერე.

0

ბაბილოზავრი

ვეშაპი, რომელმაც განიცადა ევოლუცია. თავდაპირველად გაუჩნდა მენჯები,შემდეგ კიდურები და იქცა ხმელეთის ცხოველად. აღმოჩენილია უდაბნოში. კავშირი აქვს დათვთან.

შესულია უნარების მე-4 ვარიანტში. წვლილი მიუძღვის ნაადრევი ქორწინების პოლულარიზაციაში.

0

მიდი და გნახავ

ცბიერი და ამავდროულად გამოსადეგი გზა ნაცნობის ან ნაცნობებისაგან თავის დასაღწევად.. ყველაზე ზრდილობიანი ტყუილის ფორმა.

))))

0

უკანა გააღე

ტერმინი იხმარება ავტობუსის მძროლების მიმართ,როდესაც ეზარებათ ნაბოზარი თითის 2 სანტიმეტრით გვერდზე გაწევა და უკანა კარის გაღება

- უკანა გააღე !
- გააღეო უკანა არ გესმის კაცო ?!
- გურამ გააღე უკანა !

0

ტარატუნოები

იგივე წვეტიანი ფეხსაცმელი ,უკვე გახუნებული ტყავით

ნაღდი ტარატუნოები