0

ისეთ პონტში

იდეალური პასუხი კითხვაზე, როდესაც არც "კი"-ს თქმა გაწყობს, და არც "არა"-ს.

- გევასება?
- რავი, ისეთ პონტში.

0

ყლეში გაყინე

ცდილობ ორიგინალურად უთხრა ძმაკაცს, რომ ყურადღება არ მიაქციოს ამა თუ იმ საკითხს, ხშირად გვხვდება 18 წლამდე ბავშვებისგან შემდგარ საძმაკაცოებში.

ყლეში გაყინე შეეჩ.

0

პრახადნოი დვერი

უკონტროლებელი სიტუაცია, როდესაც არასასიამოვნო ადამიანები თავის ჭკუაზე მიდი-მოდიან თქვენივე ტერიტორიაზე.

გამიმართა აქ პრახადნოი დვერი

0

შევლენ პრიამოი ხოდით გამოვლენ ზადნი ხოდით

მასწავლებლების საატესტატო გამოცდის წინანდელი ფრაზა, რომელსაც ჩაჭრისთვის განწირულ მოსწავლეებზე ამბობენ.

დავინახავ რას გააკეთებენ , შევლენ პრიამოი ხოდით , გამოვლენ ზადნი ხოდით..

0

ხორვატებს გავუტანეთ

ისტორიული მომენტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში რომელიც ქართველმა კომენტატორმა დაუვიწყარი გახადა

საქართველოს ნაკრებმა გაიტანა, ერთით ნოლი, გოოოოოლ !

0

ბრდღვნას გავადენ

გამოცდიდან ერთი დღით ადრე წარმოთქმული ფრაზა , რომელიც მასალის სრულყოფილად სწავლისთვის საჭირო მოტივაციის უმაღლეს დონეს გამოხატავს.

დღეს რომ დავჯდები, ბრდღვნას გავადენ მათემატიკას

0

აუ ღადაობ ?

რიტორიკული კითხვა რომელიც გაკვირვების შემდგომ წარმოითქმება. აღსანიშნავია, რომ ხშირად კითხვა იმდენად დაძაბულად ჟღერს , რომ ადამიანი,ვისაც ეკითხებიან, თავს დამნაშავედ გრძნობს.

-გოგო წვიმა დაიწყო...
-აუ ღადაობ ?!

0

კოჭი მიმიხტის

თავმდაბალი ადამიანების ირონიული ფრაზა, რომელიც გამოიყენება კომპლიმენტის თქმის ან სელებრითთან შედარების შემდგომ , რითაც ხაზი ესმება აღნიშნული ფაქტის აბსურდულობას.

-რაღაცით მონიკა ბელუჩის ჰგავხარ
-კოჭი მიმიხტის მონიკამდე რა...

0

კევი გაქვს ?

გამოიყენება თინეიჯერების მიერ, პირის ღეუში სიგარეტის სუნის გასაქრობათ, რადგანაც სახლში არ გაა*ყნან.

-კევი გაქ? ვყარვარ ასტრის სუნით.