0

ჯიბიდან ისროლა

ეს ფრაზა გამოიყენება იმ მომენტში,როცა რაიმე კითხვაზე მოპასუხე ლოგიკურ და ამომწურავ პასუხს მაშინვე ცემს.

ნახე ბიჭო რა თქვა,იმენა ჯიბიდან ისროლა პასუხი

0

დღეს დავიწყე

დამწყები ტაქსის მძღოლის გამაპრავებელი ფრაზა.მოისმენთ მაშინ როდესაც მძღოლი ვერ ახერხებს ქუჩის მიგმებას,არ იცის საით წავიდეს ან უბრალოდ ნავიგატორმა აურია.

მანდ როგორ მივიდეთ?დღეს დავიწყე და ჯერ არვიცი.

0

მიყვარხართ ყველანი

ფეისბუქ სტატუსის გავრცელებული ფორმა, რომელიც ასობით მეგობარს ამცნობს ავტორის სიმთვრალის შესახებ.

აუ ძაან მთვრალი ვააარ
მიყვარხართ ყველანი

0

37 მანეთი

აღწერს 80-იანი წლების გულავს, რომელიც მოიცავდა მოსკოვში "ტუდა-აბრატნი" ბილეთის ფასს.

-37 მანეთად გადავფრინდებოდი მოსკოვში

0

იგროკი

რუსული ჟარგონი რომელიც გამოიყენება ადამიანის აღსაწერად რომელიც რაიმე თამაშს ღმერთივით თამაშობს

-ნახე რა მაგარი მოთამაშეა
-ხო შეჩემა იმენა იგროკია

0

აბა მეზობელს ხოარ დაემგვანებოდა?

ბავშვის მამის მიერ სიამაყით ნათქვამი ფრაზა, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ ცოლი მისი ერთგულია

- ეს ბავშვი მამას ჰგავს
-აბა, მეზობელს ხოარ დაემგვანებოდა ?

0

დამიტოვე რა

ძირითადად გამოიყენება თამბაქოს მოწევისას იმ ძმაკაცის მიერ, რომელსაც „რაგინდ კარგი სიგარეტი ჰქონდეს მაინც ენატრება სხვისი“

ცოტა დამიტოვე რა

0

რავი დავწერე რა

გავრცელებული ფრაზა ეროვნული გამოცდების შემდგომ. ძირითადად იყენებენ აბიტურიენტები როდესაც დედა, მამა, ბებია, ბაბუა, გარებიძაშვილი , რაიონიდან ჩამოსული ნათესავები გამოცდის მსვლელობისას ეკითხებიან თუ როგორ დაწერა

-რა ქენი, როგორ დაწერე
-რავი დავწერე რა

0

ბიძერი

ის რა, მაგარ პრიკოლ სიტყვებს რომ აძრობენ.

-ნახე ბიძერზე ახალი სიტყვა შეჩემა?
-ბიძერი რა არის?
-ის რა მაგარ პრიკოლ სიტყვებს რომ აძრობენ.

0

კრისტიანო როლანდო

კრისტიანო რონალდოს ბავშვური ვარიანტი

უბნელი: რომელი ფეხბურთელი გევასება პატარა ბიჭი?
ბიჭი: კრისტიანო როლანდო