0

ხო არ გეჯვია?

"შიგ ხო არგაქვს?"-ის ტყუპისცალი, რომელიც გადის ბუნევრივ მოთხოვნილებაში და შედარებით ზრდილობიანი ფორმაა

- ბიჭო თემურას შენ მოუყევი ის თემა?
- ხო არ გეჯვია? საიდან მოიტანე

0

ჩეთერების დედაც

მომენტი,როცა ცუდად თამაში გინდა გააპრაო და შენს წარუმატებლობას სხვას აბრალებ.გავრცელებულია 12-14 წლის გეიმერებში

"როგორ მკლავ ჩეთერების დედაც ბიჭო!"

0

ჩინური ნეხვი

ტექნიკა,რომელიც 2-3 გამოყენების შემდეგ სანაგვეზე გადასაგდები ხდება.რაც კი მალფუჭებადია ყველაფერზე ამბობენ რომ ჩინურია

"ვიყიდე და დაიწვა ის დედანაქაჩი ტელეფონი 3 დღეში,სუფთა ჩინური ნეხვია"

0

გალის პლანი

ღვთაებრივი მცენარე,აფხაზეთის და სამეგრელოს სავიზიტო ბარათი აფხაზურას და ელარჯის შემდეგ,რომელიც საშუალებას გაძლევს მარსზე ფლოსტებით და გადაკეცილი გაზეთით ირბინო,თან ბუზებს დასდევდე და ცისარტყელაზე იყო წამოწოლილი

..

0

ოო ეგ ჩინური იქნება

როდესაც ტელეფონს იყიდი საბაზრო ფასზე ნაკლებ ფასში და ირონიულად მუღამში გი*ვავენ

- ნახე ბიჭო 300 ლარად რა ტელეფონი ვიყიდე
- ოო ეგ ჩინური იქნება უეჭველი თორე მაგ ფასში ვერ იყიდიდი

0

წამოვიღებ რამეს და მოგცემ

გამოიყენება ქართულ scamming ქომიუნითიში და ნიშნავს ვალის აღებას. დაბრუნების 100%იანი ვალდებულების მოხსნით.

100 ლარი მასესხე წამოვიღებ რამეს და მოგცემ

0

ეს არ მოვა კაცო

გამოცდისთვის რომელიმე საკითხის არ სწავლის გამპრავებელი ფრაზა, ბოლოს რომ მაინც შეგხვდება გამოცდაზე

-ეს საკითხი (ამოცანა, ფორმულა) დაგვრჩა სასწავლი
- უფფ, ეგ არ მოვა კაცო

0

რა კლიენტი ხარ რა

პოპულარულია ბიძა კაცებში,როგორც ყოველთვის ცუდი ხუმრობის შემდეგ ამბობენ,სახუმარო დანიშნულება აქვს,იგივეა რაც ახალგაზრდებში ,,რა როჟა ხარ’’

-რა კლიენტი ხარ გელა რა

0

ადესტატი

სიტყვა ატესტატის არასწორი ფორმა, რომელსაც გახშირებულად გამოყენებულს ნახავთ სოციალურ ქსელში გამოცდების დასასრულისას.

ადესტატი ჩემიაააააა