1

არაპუნქტუალური

ადამიანი რომელიც ყოველთვის აგვიანებს, ძირითადად მდედრობითი სქსეის წარმომადგენელი რომელიც მაკიაჟის წასმის გამო აგვიანებს

ყველაზე „არაპუნქტუალური“ აღმოჩნდა ის რეისები, რომელიც ტეხასიდან კალიფორნიის მიმართულებით ხორციელდება.

0

დავლპი

ქართული სიტყვაა და გამოიყენება კოკისპირული წვიმაში დასველებული ადამიანის მდგომარეობის აღსაღწერად.

-რას შვრები?
-რავი საშინლად წვიმდა და ქოლგა არ მქონდა -_- დავლპიი!

1

ნახალოვკა

ერთ-ერთი ყველაზე "შავი" უბანი თბილისში,სადაც მხოლოდ შეგნებული ხალხი ცხოვრობს

"ეს ნახალოვკაა ბრატ"

0

სხარტულები

იუმორის გადმოცემის ერთ–ერთი მიმდინარეობა. ხუმრობის დასასრულისკენ ახასიათებს სიტყვის წაგრძელებით გამოთქმა

– აბა რა ხუმრობები მოგვიმზადეთ დღეს?
– სხარტულები

0

შუმახერი

ნებისმიერი მანქანის მფლობელი ძმაკაცი, რომელიც ავტობანზე 100 KM/H-გადააჭარბებს

-შუმახერია ეს კარგმოტ*ნული
-რატო
-გუშინ ავტობანზე 100 დაადებინა მაგ *ლემ

0

მაიდეევს?

შეკითხვა იმ პიროვნებისთვის ვინც ანკესით ხელში მდინარის პირას დგას და თევზაობს .

მაგალითად როდესაც გაინტერესებს ღირს თუ არა იმ ადგილას თევზაობა

0

ამოდი ჭამე და ისევ ჩადი

მშობლების საყვარელი ფრაზა საკუთარი შვილების მიმართ, რომელიც რეალურად ყველაზე დიდი ტყუილი იყო

– მთელი დღეა ეზოში დარბიხარ ამოდი ჭამეთქო
– აუ კაი რა დე ცოტაც ვიქნები რა
– ჭამე და ისევ ჩადი

0

სახლი გაყიდე?

გამოხატავს მეგობრის განცვიფრებას მობილურისადმი, რომლის ფასი 2000 ლარზე მეტია ან აიფონია.

ნახე აიფონ X ვიყიდე!
რაიყო შეჩემა სახლი გაყიდე?

0

მთავარია კაცობაში არ ჩაიჭრა

გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეების დასამშვიდებლად მოგონილი ფრაზა, რომლიც მათი ნათესავების დასამშვიდებლად გამოიყენება.

მთავარია კაცობაში არ ჩაიჭრა, თორემ გამოცდაში ვინ არ ჩაჭრილა.