1

ჯეკი ჩანი

ზედმეტსახელი ყველა ჩინური, იაპონური, მონღოლური და ზოგადად აზიური წარმომავლობის ადამიანისა.

-შეხედე, შეხედე რა წვრილი თვალები აქვს!
-იმენა ჯეკი ჩანია!

1

ხოზაკუწუნა

გაურკვეველი წარმომავლობის სიტყვა, რომელსაც გამოიყენებენ მოსაუბრის დაბნევის და წყობიდან გამოყვანისთვის. ძირითადად მოსდევს კითხვას ''რა?''.

- რა?
- ხოზაკუწუნა!

0

ფონდის ფული

ძველ ქართული ფულის შოვნის მარტივი საშუალება ბაგა ბაღებსა და სკოლებში. გამოიყენებოდა ყოველთვიური სავალდებულო მოსაკრებელის სახით. დანიშნულება და მიმღების ანგარიში უცნობია.

ბავშვებო, ფონდის ფული გაქვთ მოსატანი თითო-თითო ლარი.

0

alta123

ყველაზე გავრცელებული პაროლი ალტას მაღაზიებში..

- შეჩემა კომპიუტერში ვერ შევდივარ!
- აბა, alta123 ნახე!
- კიი შევიდა. ჯიგარი ხარ!

0

ლობიანი

მასზედ ძვირიანი შაურმის უფრო იაფანი ალტერნატივა. ობიექტმა შესაძლებელია ლობიანი შეჭამოს, შესუნთქოს , დააღრიალოს , გაიყლისძიროს ,მიწასთან გაადედისმუტლოს. ერთი სიტყვით შაურმაზე გავრცელებული მოქმედებები შესაძლებელია ლობიანზეც იქნას ნახმარი. ზოგადად ლობიანიც ერთერთი ზეციერი საჭმელია რომელიც იწვევს პირის ღრუდან დიდი რაოდენობის ენდორფინების გამოტყორცნას.

წამო შაურმები გავადედისმუტლოთ.
არა ბიჭო მაგდენი არმაქ მარა ლობიანს კი დააღრიალებდა კაცი

0

შენ საით მიდიხარ?

როცა ნაცნობთან ერთად არ გინდა სიარული და ჰკითხავ საით მიდის, შემდეგში შენი მარშრუტის ახლიდან დაგეგმვის მიზნით

- ვაა გამიხარდა შენი ნახვა.. საით მიდიხარ?
- აი აქეთ.
- აა, მე იქეთ. ნახვამდის!

1

კაი კაი, მეჩქარება

ტვინი მომეტყვნება შენთან ლაპარაკით და უკეთესი იქნება წავიდე.

- რას შვება შენი ლეკვები? ისევ ქალაქგარეთ გყავს?
- კი.. კაი კაი მეჩქარება..
- დავაი!

0

შემოგევლე ძმა

მიმართვის გულთბილი ფორმა, რომელიც გამოიყენება ნაცნობთან საუბრის გაგრძელების შანსების მოსპობისთვის.

- ზდაროვა ძმა, ხურდა ხომ არ გაქვს?
- არა, შემოგევლე ძმა!

0

დაუსიგნალე ბებიაშენს

ამ ფრაზას ძირითადად ნაკლეიის სახით მანქანის საბარგულთან ახლოს შევხვდებით
ის თითქოს ეხმაურება მძღოლის უკმაყოფილებას მისდამი დამსიგნალებლის მიმართ

მაგალითი არააქ ამას 😒😒

1

ბერითარებია?

უშინაარსო, არაფრის მომცველი კითხვა, რომლის მიზანია ადრესატმა გაოცებულმა დაგიბრუნოთ პასუხი "რა??" რის შემდგომაც თქვენ მას შესაბამის ხმოვანზე დაბოლოებულ სალანძრავ სიტყვებს გაურითმავთ.

- ბერითარებია?
-- რაა???
- ხუინაა!!!