0

მოვეწყვეთ

ქართველი მშობლის ფრაზა, რომელშიც იგულისხმება, რომ მისი შვილი უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით ჩაირიცხა.

- რა ქნა შენმა ბიჭმა ჩააბარა?
- კი, მოვეწყვეთ

0

იმასქენი რა

სიტუაცია როდესაც ზედმეტი განმარტების გარეშე იცი რას გეუბნება შენი ძმაკაცი

მიდი წადი და იმასქენი რა

0

შეგეხმიანები

სიტყვა,რომელიც გამოიყენება ნებისმიერი უსიამოვნო სიტუაციიდან თავის დასაღწევად. უმეტეს შემთვევაში ამართლებს

-ბიჭო თავანი წავაგეთ და რამე ფული ხო არ გაქვს რო მოგვცე?-ახლა არაფერი მაქვს მაგრამ თუ გავჩითე შეგეხმიანები.

-როდის დამირეკავ?
-აი მოვიცლი და შეგეხმიანები რა

1

ჰაერი ყველასია

ამ ფრაზას ხშირად იყენებენ განდონა ბავშები შელაპარაკების დრო

-ხელი ჩაწი ბიჯო
-ჰაერი ყველასია ბრატ

1

რამეს ვიზამ

გამოცდებისთვის განწირული მოსწავლის იმედის მომცემი სიტყვები

-ბიჭო გამოცდებზე რას შვები?
-რამეს ვიზამ

0

ჩურნი

სიტყვა რომელიც არავინ იცის რას ნიშნავს მაგრამ ყველას აქვს ერთხელ მაინც ნათქვამი თავის კეთილდღეობისთვის.

-არჩევანი
-ჩურნი
-ჩურნი

0

კარგის ტარის ტარია?

ძირითადად ერთი ძმაკაცი მიმართავს მეორეს იმის იმედით რომ ეს ძმაკაცი "დაგოიმდება" და უპასუხებს "ჰა?" რასაც მოყვება პირველი ძმაკაცის მყისიერი პასუხი "ხუინას" სახით.

-შეჩემა, კარგის ტარის ტარია?
-ჰა?
-ხუინააა

0

დედას გული!

მოფერებითი სიტყვა, რომელიც მხოლოდ შვილის მიმართ გამოიყენება ძალიან მწირი ფანტაზიის უნარის გამო.

- ვუიმეე!! დედას გული!

0

მაიმუნო შენა!

მიმართვა ბავშვის მიმართ, რომელიც ადის გარაჟის სახურავზე, აფეთქებს ბომბაჩკებს ან უბრალოდ რარაცის გაფუჭებით ერთობა.

- ჩამოდი მანდედანნ!! მაიმუნო შენაა!