0

ბღუსუნა, კრუსუნა, დღრღნუსუნა

ქართველი ახალგაზრდების მიერ სიყვარულის გამომხატველი "სიტყვები"

– როგორ ხარ?
– კარგად ჩემო ბღუსუნა, დრუსუნა, კუსკუსა;
– შენი ფანტაზიორი დედამოტა...

0

37 მანეთი

თანხა რომლითაც ჩვენი მამა პაპები რუსეთში გაფრინდებოდნენ, ბორშს შეხვიპავდნენ, რუსის ბლანძინკებში იგულავებდნენ და ისევ გადმოფრინდებოდნენ

რა დრო და წყობა დაანგრიეს ბიჯოს, 5კაპიკი კაპიკობდა

0

გაგაცნო?

ტერმინი, რომელიც იხმარება საძმაკაცოში "კაი ტიპობის" ხაზგასასმელად.

გაგაცნო?

0

მეყლევება რა

სიტყვა ორი მნიშვნელობით გამოიყენება
1)როცა რამის გაკეთება გეზარება
2)როცა რამე არ შეგიძლია

-ბიჭო ფეხბერთი დღეს არ მოვცხოთ?
-აუ დღეს მაგრად მეყლევება და სხვა დროს

0

ე ე ე

"ეეე..." ძირითადად გამოიყენება ნაცნობი ადამიანთან შემთხვევით შეხვედრის დროს, როდესაც მის სახელს ვერ იხსენებ

ეე რავახარ ტო?
ეეე შენ რავახარ?

0

აბა ბალეტს ხოარ გეცეკვები

როცა უბანში ფეხბურთის თამაშისას რომელიმე მოთამაშე პროტესტს გამოთქვამს მის მიმართ უხეში თამაშზე ეს ერთგვარი ფრაზაა სიტუაციის გასანეიტრალებლად

დიალოგი:
-ეე ნუმჩეხავ
-აბა ბალეტს ხოარ გეცეკვები

0

ცოტა ლამფას ჩაუწი

სიტყვა გამოიყენება მაშინ როდესაც ბებიასთან ან ბაბუასთან ზედმეტად "ვიღადავებთ" და ისინი ჩვენს გასაჩუმებლად ამ ფრაზას იყენებენ

ცოტა ლამფას ჩაუწი!
სიტყვა გამოიყენება მაშინ როდესაც ბებიასთან ან ბაბუასთან ზედმეტად "ვიღადავებთ" და ისინი ჩვენს გასაჩუმებლად ამ ფრაზას იყენებენ