0

ვეგეტარიანელი

ამ სტატუსს იყენებენ ადამიანები ,რომლებიც გვარწმუნებენ ,რომ თითქოსდა ხორცს არ მიირთმევენ , არადა სინამდვილეში გლდანის 12 იანს ნაჭამზე აქრობენ.

-სტეიკს ხომ არ მიირთმევთ?
-არა მადლობ, ვეგეტარიანელი ვარ .

0

რამხელა გოგო გაზრდილხარ

ფრაზა , რომელიც უმთავრესად გამოიყენება , უპირატესობის გამოსახატად , მიმართულია მდედრობითი სქესისკენ . დედაშენის და მამაშენის შვილი , რა კარგი ხარ ! ადამიანი , რომელიც ამ სიტყვებს გააჟღერებს , მისი მიზანია შენი სხეულის კორექცია აღნიშნოს , მას შემდეგ , რაც ბოლოს რო დაიბადე , სამშობიაროში გნახა.

შენ მაგულის გოგო არა ხარ ?! რამხელა გაზრდილხარ. რამდენი ხანია არ მინახავხარ ...

0

დიეტაზე ვარ!

ქართულად ნიშნავს ჭამე რაც გინდა როცა გინდა და რამდენიც გინდა

- გოგო დიეტაზე ვარ
- რა დიეტაა მეც მასწავლე
- ვჭამ რასაც მინდა როცა მინდა და რამდენიც მინდა

0

მატყუარა ამინდები

ფრაზა როგორც წესი ჟღერს გაზაფხულის სეზონის მზიან პერიოდებში და გამოიყენება მშობლებისა და ბებია-ბაბუების მიერ, რათა გააფრთხილონ ბავშვები, რომლებსაც ამჩნევენ, რომ მეტისმეტად თხლად აცვიათ და გადიან გარეთ, არის საშიშროება აიკიდონ სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექცია ანუ გაცივდენენ

-გადიცვი შვილო რამე
-რაღა გადავიცვა ვერ ხედავ გარეთ როგორ ცხელა?
- მატყუარა ამინდებია და გაცივდები

0

რა ვთქვით?

ქართულ სუფრაზე ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა. მსგავს კითხვას სვამს ადამიანი, რომელმაც ვერ გაიგო რისი ან ვისი სადღეგრძელო შესვა თამადამ, იმიტომ რომ უკვე მაგარი გასულია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ დროს ძირითადად თამადამაც არ იცის თუ რისი სადღეგრძელო თქვა იმდენ რამეს მიედ–მოედო.

მოდით ამ ჭიქიით ჩვენს კუთხე–კუნჭულს გაუმარჯოს. ასეთი ლამაზი ბუნება... მოიცა რა ვთქვიით?

0

ჩემი წერდა?

კითხვა, რომელსაც ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის დროს ხშირად მოისმენთ. ამ კითხვას მშობელი უიმედო ხმით უსვამს თავისი შვილის მეგობარს, რომელიც უკვე გამოცდიდაც გამოვიდა, მისი შვილი კი ჯერ კიდევ გამოცდაზეა.

– აუჰ დავწერე, მარტივი იყო.
– ჩემიც წერდა?

0

ვისი ბიჭი ხარ შენ

ფრაზას მოისმენთ ძირითადად სოფელში ჩასვლისას, როდესაც გამვლელს ეცნობით სახეზე იმიტომ რომ მამათქვენს იცნობს, მაგრამ თან არც იცის დანამდვილებით, ამიტომაც გეკითხებათ "ვისი ბიჭი/გოგო ხარ?"

– გამარჯობა
– გამარჯობა
– რაღაც მეცნობი შვილო ვისი ბიჭი ხარ შენ?

0

აეგარი თქვენი ევროპა

ადამიანი, რომელსაც გონია, რომ გარყვნილობა ევროპიდან იღებს სათავეს და საქართველოშიც ევროპიდან შემოვიდა.

– ბიჭი ბიჭზე დაქორწინდა ამასწინათ
– აეგარი თქვენი ევროპა

0

შობის დილასავით თვალწარმტაცი ხარ

ეს და მსგავსი სიტყვები, მაგალითად როგორებიცაა: "ისეთი ლამაზი ხარ ცისფერების ოჯახსაც დაანგრევ", "შენ მშობლებს ალბათ საკონდიტრო ჰქონდათ გახსნილი ისეთი ტკბილი ხარ" და მისთანანი ძირითადად იყენებენ ძია კაცები ან გიჟპოეტა ბიჭები, რომლებსაც გონიათ, რომ მსგავსი მეტაფორები და შედარებები გოგოს დასაკერად ეფექტური საშუალებებია.

ისეთი ლამაზი ხარ მხოლოდ 90–ე წუთზე გატანილი გოლი გჯობია

0

სატანიკოსი

ამ სიტყვით მიმართავენ ადამიანებს, რომლებიც როკ მუსიკას უსმენენ.

ფუ მაგიის გემოვნება, როკისტი სატანიკოსია.