0

Buskvercxebi

Buskvercxebi ari kvercxebi romelsac yoveltvis igeb rodesac verafers igeb.

Shaurma ara buskvercxebic xoarginda

0

კუკუცი

კნინობითი ფორმა - ბავშვი,
ახალშობილი

ქმარი: კუკუცი მინდა
ცოლი: მაგას მუშაობა ჭირდება კაკ მინიმუმ 1 საათი 😁

0

კრისტალი

ერთგვარი დათანხმების ფორმა და პიროვნების აზრის ჭეშმარიტების გამოსახატავი სიტყვა

-აუ კრისტალს ბაზრობ ეე.

0

გადავიწიოთ უკანა კარებიდან

ლურჯ ავტობუსებში გაჟღერებული ფრაზა, რომელიც ნიშნავს, რომ ავტობუსი სავსეა და კარებს დახურვა არ სურს.

-კარებს ვერ ვხურავ! გადავიწიოთ უკანა კარებიდან!

0

გადავიწიოთ არის ადგილი

საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაჟღერებული ფრაზა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როცა მგზავრები გაშეშებულები დგანან კარებთან არ უშვებენ სხვას და იჭყლიტებიან, ამ დროს კი ტრანსპორტის შუა ნაწილი თითქმის ცარიელია.

-რა ჭყლეტვაა, რა არის ეს?
-გადავიწიოთ არის ადგილი!

0

ზბორები

სპორტული გუნდის მწვრთნელის საიმედო გზა ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად

ბიჭებო სახლში რომ მიხვალთ მშობლები გააფრთხილეთ ორ დღეში ზბორები გვექნება.რამდენი იქნება დასადები საღამოს გაგაგებინებთ

0

გათრიფვა

გართობის მიზნით მიღებული მსუბუქი ნარკოტიკის შედეგად დამდგარი რეალობა, როდესაც მთლად ადეკვატური აღარაა ადამიანი. მოგზურობს თავის სამყაროში და გამოირჩევა დროგამოშვებითი გაჭედვებით.

— აუ, გუშინ მაგარი გათრიფული გქონდა ხო შეჩემა?
— კი ბაბუ, მაგრა გავედი...

0

პირველები

სპორტული გუნდის სახელწოდება, რომელიც ვერასდროს გადის პირველ ადგილზე

-პირველები მერვე ადგილზე გავიდნენ