0

ბიძერი

Urban Dictionary-ს ქართული ვარიანტი. საიტზე მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერი ჟარგონისა თუ სხვა სალაპარაკო სიტყვებისა და ფრაზების განმარტება მოდერაციის გარეშე და ძალიან მცირე ცენზურით. ამის გამო ის საკმაოდ პოპულარულია ქართველ ინტერნეტ მომხმარებლებში და, ძირითადად, გამოიყენება ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული გაცვეთილი ფრაზებისა და ხშირად არასწორი მნიშვნელობით გამოყენებული სიტყვების განმარტებისთვის მწვავე ირონიის გამოყენებით.

— სირბანჯო რას ნიშნავს?
— ბიძერში ნახე, ბრატ.

0

აჭარაზე მაინც არ გითამაშია!?

სიტუაცია, როდესაც ბანქოს თამაშის დროს, ორ პირს შორის წესების გაუგებრობის გამო, უთანხმოება მოხდება.

-რაიყო ბიჭო, აჭარაზე მაინც არ გითამაშია?!

0

ბიძერი

აპლიკაცია რომელმაც წარმატება მოიპოვა და ახლა ის ძალიან პოპულარულია... მისი გამომწერები რჩებიან კმაყოფილები და გაცინებულები

ბიძერრრრრ.....

0

12-ზე სახლში ვარ

ამ სიტყვებით ადვილად ტყუვდებიან, ძირითადად მშობლები და ცოლი/ქმარი. თუ ქმრის მისამართით გამოიყენება სიტყვები და ის მოტყუებული რჩება, მაშინ ცუდადაა საქმე...

12-ზე სახლში ვარ საყვარელო
კარგი 12ს არ გადააცილო
ok))

0

ბოკოკო

ეძახიან მამაკაცს, რომელსაც სასაცილო ფეხსაცმელები აცვია, მაგ: დათუნია ჩუსტები

ბოკოკო

0

ახლა გახდება ლონდონი!

ფრაზა, რომელიც აღმოხდებოდა გაბრაზებულ ფეხით მოსიარულეს, რომელსაც გზის გადაჭრა სურს, მაგრამ ვერ ახერხებს ჭარბი რაოდენობის მანქანების მოძრაობის გამო.
ეს ფრაზა გამოიყენებოდა საქართველოს პატარა ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც როგორც წესი ბევრი ავტომობილი არ მოძრაობდა.

ნახე ამის დედა მოვტყა...ნ ახლა გახდა სამტრედია ლონდონი.

0

ბასიაკი

მსმელი ადამიანი რომელსაც ხშირ შემთხვევაში ამ სიტყვითვე შენიშვნას აძლევს თავისი მეზობელი ან ნათესავი.

შე ბასიაკო, ამოგიწყდა ჯიში.

0

ბლაკიროვკა

ფუნქცია თანამედროვე ავტომობილში, რომელსაც შეუძლია მანქანას "მოაფხოწიალებინოს" ან დააბუქსავებინოს.

ბლაკიროვკა ჩართე ძმა

0

კურორტზე გაშვება

ადამიანის თავისუფლების აღკვეთა, დაპატიმრება, სტროგზე გაშვება.

-ბიჭო, ბნელო დაიჭირეს ტოო!
-ხო შეჩემა კურორტზე გაუშვეს ორი წლით.