0

გადაყლისთავება

სასაცილო მდგომარეობის პიკი, სადაც ადამიანი სიცილისგან უკან ყირავდება.

აუუუ სიცილისგან გადავყლისთავდიი.

0

მოუჭირა

შეეშინდა, პირდაპირი მნიშვნელობით საჯდომის კუნთების დაძაბვას ნიშნავს..

გამოიყენება მრავალი განხრით

0

პაკეტი ბაზრები

გამზადებული სტანდარტული ტექსტები რაიმე სიტუაციის აღწერისას ან თავის გასამართლებლად

არ გინდა ეს პაკეტი ბაზრები..

0

მეშოკშია

ეს სიტყვა გამოხატავს მომწყვდევას, გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგდებას..

მეშოკში მყავს, გააკეთებს..

0

ხოდა ბიჯო გოგო ავიყვანე სახლში და

ამ სიტყვას განმარტება არ სჭირდება უბრალოდ მოგესალმებით ყველა იმ ბიჭს ვისაც ჯერ კიდევ გოგოები
აგვყავს სახლში და არა "ჭეშმარიტი" მამაკაცები

- სად დაიკარგე გუშინ?
- რავი ბიჭო ნაშა მყავდა სახლშიდა ...

0

ფილოლოგი ძმაკაცი

ძმაკაცი, რომელიც ფიქრობს, რომ ქართული გრამატიკა მაგრად იცის, ამ დროს გუგლავს და წერისას ლოცულობს, რომ შეცდომა არ დაუშვას.

აუ ეს რა ფილოლოგია რაა.

0

შეჩემა

მოფერებითი მიმართვა მამრობითი სქესისათვის
ამ სიტყვით მიმართავენ უახლოეს ადამიანებს

-შეჩემა შეხედე რა ნაშაა

0

ლარიანების მაღაზია

მაღაზია რომელშიც ნივთებს 1 ლარის გარდა ყველა ფასში შეხვდებით.

- სად იყიდე
- ლარიანებში
- რა ღირდა?
- 2 ლარი

1

ფაფა ხოარ გიკავია

ამ ფრაზით მიმართავენ ადამიანს რომელსაც ყველაფერი ხელიდან უცვივა.

- აუუ ტელეფონი გამივარდა და გატყდა მგონი.
- რაიყო ფაფა ხოარ გიკავია?!