0

ღმერთსფიცავარ

ერთგვარი ფიცის ფორმა, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოიყენება მთხრობელის მხრიდან, მისი მონაყოლის დასადასტურებლად/გასამყარებლად.

1. ღმერთსფიცავარ მაგარი დაგვაბოლა
2. ღმერთსფიცავარ გოლი იყო
3. ღმერთსფიცავარ სადაც დაგიჭერ იქ დაგბრიდავ ბიჭო

0

მოჭერა გაქ?

"მოჭერის ქონა" - ეს არის ერთგვარი შიშის ქონის აღმნიშვნელი ფრაზა. ძირითადად იგი გამოიყენება უბანში, მჩაგვრელი ბიჭის მიერ, რომლის მიზანიცაა მსხვერპლის/ჩაგრულის პროვოცირება.

1. ე ბიჭი, მოჭერა გაქ?
2. რა იყო ბიჭო, ხო არ მოუჭირე?

1

რავი კიდობანში

როცა გეკითხებიან სად შეიძლება რაიმე ნივთის შეკეთება შენ კი დარწმუნებული არ ხარ

ყურსასმენებს სად აკეთებენ არ იცი?
რავი კიდობანში

0

ბიძერი

საიტი, სადაც გინდება რამე Tesla დაწერო და თან ფიქრობ, რომ ყველაზე მაგარს წერ...
ამ დროს ვიღაცა ისეთს დაწერს როო...

ბიძერი

0

დიდებს არ ვსვამ

ოთხმოცდაათიანებისა და ორიათასიანების მიჯნაზე ველოსიპედის ახალგაზრდა მეპატრონეებში გავრცელებული დიპლომატიური ხრიკი,რომელიც ერთიორად აადვილებდა არასასურველ (ასაკით/წონით მოზრდილ) პირთათვის ველოსიპედის თხოვებაზე უარის თქმის პროცედურას.

14 წლის გენო 9 წლის დათუჩას:
- გამაკატავე რა
- დიდებს არ ვსვამ

ბადრი (80კგ) მის უბნელ გიუნას(42კგ)
- გამაკატავე რა
- დიდებს არ ვსვამ

0

ჩადიხარ

ნაცნობი სიტყვა ავტობუსში ჭყლეტვის დროს, განსაკუთრებით 11 ნომერში. ამ დროს ყველას მაგარი კიდია სინამდვილეში ჩადიხარ თუ არა მაგრამ ვალდებული ხარ პასუხი გაცე.

-ჩადიხარ ?
-არა ჩაგატარებთ

0

მამაჩემმა გამომაგზავნა

ამ წინადადებას იყენებენ არასრულწლოვნები მაღაზიაში როდესაც თამბაქოს შეძენა სურთ და გამყიდველი ეჭვის თვალით უყურებს მათ

- .....
- მანანა დეიდა , მამაჩემმა გამომაგზავნა.
- ....

0

პროგრამისტი

ადამიანი რომელსაც უეჭველი ეცოდინება ვინდოუსის გადაყენება, ასევე შეგიძლიათ კითხოთ იცის თუ არა ფეისბუქის გატეხვა.

-რა პროფესია გაქ?
-პროგრამისტი ვარ
-ვინდოუსის გადაყენება იცი?
-ამის ფეისბუკს ვერ გამიტეხავ?