1

რავი კიდობანში

როცა გეკითხებიან სად შეიძლება რაიმე ნივთის შეკეთება შენ კი დარწმუნებული არ ხარ

ყურსასმენებს სად აკეთებენ არ იცი?
რავი კიდობანში

0

ბიძერი

საიტი, სადაც გინდება რამე Tesla დაწერო და თან ფიქრობ, რომ ყველაზე მაგარს წერ...
ამ დროს ვიღაცა ისეთს დაწერს როო...

ბიძერი

0

დიდებს არ ვსვამ

ოთხმოცდაათიანებისა და ორიათასიანების მიჯნაზე ველოსიპედის ახალგაზრდა მეპატრონეებში გავრცელებული დიპლომატიური ხრიკი,რომელიც ერთიორად აადვილებდა არასასურველ (ასაკით/წონით მოზრდილ) პირთათვის ველოსიპედის თხოვებაზე უარის თქმის პროცედურას.

14 წლის გენო 9 წლის დათუჩას:
- გამაკატავე რა
- დიდებს არ ვსვამ

ბადრი (80კგ) მის უბნელ გიუნას(42კგ)
- გამაკატავე რა
- დიდებს არ ვსვამ

0

ჩადიხარ

ნაცნობი სიტყვა ავტობუსში ჭყლეტვის დროს, განსაკუთრებით 11 ნომერში. ამ დროს ყველას მაგარი კიდია სინამდვილეში ჩადიხარ თუ არა მაგრამ ვალდებული ხარ პასუხი გაცე.

-ჩადიხარ ?
-არა ჩაგატარებთ

0

მამაჩემმა გამომაგზავნა

ამ წინადადებას იყენებენ არასრულწლოვნები მაღაზიაში როდესაც თამბაქოს შეძენა სურთ და გამყიდველი ეჭვის თვალით უყურებს მათ

- .....
- მანანა დეიდა , მამაჩემმა გამომაგზავნა.
- ....

0

პროგრამისტი

ადამიანი რომელსაც უეჭველი ეცოდინება ვინდოუსის გადაყენება, ასევე შეგიძლიათ კითხოთ იცის თუ არა ფეისბუქის გატეხვა.

-რა პროფესია გაქ?
-პროგრამისტი ვარ
-ვინდოუსის გადაყენება იცი?
-ამის ფეისბუკს ვერ გამიტეხავ?

1

მეი აი ქამ ინ

ძირითადად გამოიყენება სკოლებში როდესაც ინგლისურის მასწავლებელი ძაან ბოლო დონის უვიცია და ცდილობს მოსწავლეს ასწავლოს ერთი სიტყვა მაინც და ამით ცდილობს გადაფაროს თავისი დებილიზმი და მკაცრად მოითხოვს გაკვეთილზე დაგვიანებით შემოსვლისას თქვას მოსწავლემ და ისე შემოვიდეს და ეგრედწოდებული ოროსანთა ელიტაც ამას იმეორებს ისე რომ აზრზე არ არიან რას ნიშნავს.

-მეი აი ქამ ინ
-სად ხართ ამდენ ხანს?! შემოდით, შემდეგში არ დააგვიანოთ!