0

უეჭველი კუში ვიცი

როდესაც ძმაკაცს ფული სჭირდება და უნდა რო ასესხო დასვავს 2 კუშს და უკან დაგიბრუნებს

ბიჭო ნაღდი 2 კუში ვიცი და არ გინდა დავდოთ?

0

ნაჩუქარია ძმა

ჩუქების მოთხოვნისგან თავის დაღწევის უტყუარი მეთოდი , ლეგენდის თანახმად ნაჩუქარის ჩუქება არ შეიძლება

რა მაგარი სათვალეა მათხოვე ერთი წამი , მაჩუქე რა ძმურად. ნაჩუქარია ბრატ ვერ მოგცემ

0

ჩემი გიწოდე და ცოტა დასტოინად

ბიჭის მხრიდან ზედმეტად უაზრო სიყვარულის გამოხატულება,როდესაც გოგოს მიანიშნებს რომ სიცანცარე წარსულში უნდა დატოვოს და სხვა ბიჭისკენ თვალი არ უნდა გაექცეს.

დდ

0

ამბალი

დიდი ზომის პიროვენება, ძირითადად დაცვის თანამშრომლები, ან პოლიციის. რთულ შემთხვევაში იარაღის ტარების უფლებით

-გუშინ ვიღაც იარაღიანმა ამბალმა პარკინგის ფულიი გადაიხადეო

0

მიიხედე

ამ სიტყვას თითქმის ყოველი ადამიანი ამბობს,მაშინ როცა რაიმის კოდს წერს.

-ტელეფონი ჩამირთეე
-კაი. მაშინ მიიხედე

0

ხელი აქვს შესავლები

გამოიყენება მანქანის დახასიათებისას და ნიშნავს, რომ მანქანა თავიდანაა ასაწყობი

-რამე სჭირს?
-არაა, ცოტა ხელი აქვს შესავლები

0

ამ დღეებში მოგაწვდი

ფულის დაბრუნების სავარაუდო თარიღი, რომელიც არასდროს დგება.

-რამდენი ხნით გინდა?
-რავი ამ დღეებში მოგაწვდი

0

მოხვედი?

ამ კითხვას ძირითადად უსვამენ ადამიანებს , რომლებიც უკვე ისედაც მოსულები არიან. ყველაზე ხშირად კი გაბრაზრბულ ტონალობაში გამოიყენება.
აქვს სინონიმი : მოობრძაანდიიი?

-მოხვედი?
- არა, ჯერ ისევ იქ ვარ !

0

წერო

წერო-ისტორიული ფრინველი,რომელსაც ლეგენდის თანახმად ბავშვები მოყავს

-მამა,მამა მე საიდან გავჩნდი?
-წერომ მოგიყვანა შვილო

0

ბრატცი, მოვწევ და მოვალ.

თამაშიდან ბორშის საჭმელად გასული ბავშვის ფრაზა, რომელსაც წინ უსწრებს "გიუნა მოდი ჭამე და მერე ითამაშე"

-გიუნა მოდი ჭამე და მერე ითამაშე
-ბრატცი მოვწევ და მოვალ.