შემოთავაზება რომელზეც დათანხმების შემთხვევაში თქვენ საბოლოოდ დაკარგავთ იმ ნივთს რომელსაც თვენი მეგობრის თხოვნით ალომბრდებთ.
შენი ტელეფონი დავალომბარდოთ რა გავადავებ და ხვალვე გამოვიტანთ. ჩემი დასატენია პროსტა. უეჭველი ათი კუშივიცი
ადამიანის აღფრთოვანების გამოხატვა და ამავდროულად მანქანის შესაძლებლობების შეფასება, რომელიც არამხოლოდ მანქანას აფასებს,არამედ მძღოლის თვითშეფასებასაც ამაღლებს.
-გამაკრა სიდენიაზე
ერთერთი ყველაზე გავრცელებული კითხვაა,რომელიც ბედნიერს ხდის ადრესატს და პასუხი კითხვის დასმამდეც ცნობილია!იყენებენ გოგოს მოსახიბლად ან ძმაკაცის გულის მოსაგებად.
მაკშაურმა ხოარ გადაგვერტყა?
ეს წინადადება გამოიყენება მასპინძლის მიერ, რომელიც იმდენად არის შეყვარებული თავის ძაღლზე, რომ მზად არის გარისკოს სტუმრად მისული ადამიანის სიცოცხლე.
-ვაფ, ვაფ, ვაფ ( ძაღლი)
- გთხოვ რაა ძაღლი დააბი (სტუმარი)
- ნუ გეშინია არ იკბინება (მასპინძელი)
როდესაც ადამიანი გადაყირავდება თავით
ყირწამალა გადავარდა
აიფონის პროგრამა
-მაცადე სირს ვკითხო :დდ
ჯგუფური აქტივობა, რომელიც გრძელდება საშუალოდ 15-45წთ. ძირითადად ახასიათებს ჰომო საპიენსის სახეობის მდედრებს. ატარებს რიტუალურ ნიშნებს და მოიცავს: მაკიაჟის შესწორება/გაკეთებას, სიგარეტის ჩუმად მოწევას, ნინის ექს-ბოიფრენდ ზუკასა და მისი ახალი გოგოს გაჭორვასა და, იშვიათ შემთხვევებში, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
გოგგოოოო, ტუალეტში წამომყევიიიიი
მსუქანი ადამიანი რომელიც არის დონდლო
რა დღლომფი ხარ
ენისგასატეხი(მოსამტვრევი) რომლის მნიშვნელობაც დაუდგენელია
აბა თქვი დამაინდუსტრიალიზაციონებელი
ჩემი მეზობელი გუჯო
ყრუ ხო არ ხარ :დდ