0

სად ერეკლე სად ჩემი *ლე

გამოიყენება მაშინ, როდესაც შენი მეგობარი რადიკალურად განსხვავებულ ორ რაიმეს ადარებს ერთმანეთს.

-გუშინ ძმაკაცის მოპედმა, 2015-ის BMW-ს გაასწრო.
-აუუუჰ, სად ერეკლე სად ჩემი *ლე.

0

ის იცი?

"ის იცი?" - ხშირად, გამოიყენება ანეგდოტის დაწყების წინ. კითხვა, რომელიც ადამიანში ბადებს ცოდნის სურვილს. რა უნდა იყოს ისეთი, რაც შენ არ იცოდე.

- მაგარი ანეგდოტი ვიცი
- აუ, აუ, ის იცი?
- მიდი აბა...

0

ხო და მაგის დედასშევ*ცი

უბნის ბიჭის ისტორიის დაწყების ერთ-ერთი საშუალება , რომლითაც ამბავს ამძაფრებენ და მეტ ინტრიგას აგდებენ.

-ხო და გიყვები მაგის დედასშევე*ი

0

მოტყანი სანამ თბილია

მოცემული ფრაზა დასაბამს იღებს ნეკროფილიიდან, მაგრამ დღეს უკვე გამოიყენება მეტად შინაურულ სუფრაზე, როდესაც სუფრას კიდევ ერთი მეგობარი ოდნავ მოგვიანებით შემოესწრება და მას ურჩევენ გაცივებამდე მიირთვას დარჩენილი საკვები.

-აი კაკრას გიოც გაიჩითა. მიდი გიუშ პივას ეხლავე დაგისხავ მანამდე სასისკი დარჩა მიდი, მოტყანი სანამ თბილია.

0

გამივსე

ჯიპიანი ბიძების საყვარელი ფრაზა რითაც თამამად ამბობენ რომ საწვავის გაზაპრავკების შესაძლებლობა აქვთ

პოლნი გამივსე ჯიგარო.

0

GPA რამდენი გააქვს?

ქართველ სტუდენტებში აქტუალური, საკმაოდ “პირადი” შეკითხვა, რომელსაც ხშირად გაღიზიანებულები სვამენ, როდესაც ყელში ამოუვათ მეგობრის ზედმეტი ლაქლაქი მაღალ ქულებზე ( რაც რა თქმა უნდა ხშირად ტყულია).

- აუუ 6 გაცდენა მქონდა, არაფერი მიმეცადინია და მაინც მაგარი ქულა დამიწერა, A-ზე დავხ..
- დაა GPA რამდენი გააქვს?

0

მაგილა ვარ

ფრაზა, რომელიც ხაზს უსვამს იმ პიროვნების სანდოობას, ვისაც მოსაუბრე უზიარებს კონფიდენციალურ ინფორმაციას.

-მაგილა ვარ, ძმაო

0

სადმე როგორ ვერ მოვხვდები

ფრაზა, რომელსაც ძირითადად ის აბიტურიენტები იყენებენ რომლებსაც არ აქვთ დიდი ამბიციები, არ მეცადინეობენ, არ ემზადებიან და უბრალოდ ბედს არიან მინდობილნი

-იმეცადინე ეგრე ვერსად ვერ ჩააბარებ
-ეე მოიცა რა სადმე როგორ ვერ მოვხვდები