1

ჩაჭერა

ელექტრონული მუსიკის ნაწყვეტი ან მთლიანი ჩანაწერი რომელიც აღწევს უმაღლეს დინამიკას ენერგიული რითმებით და სხვა ინდუსტრიული სტილის ხმების მეშვეობით

აუ გუშინ ბენ კლოკმა ბასიანზე ისე ჩააჭირა ხალხი გარბოდა ევაკუაციააო.

0

გაყლისძირება

გაყლისძირებას ქართულ სლენგურ ენაში ორი მნიშვნელობა გააჩნია :
1. პიროვნებისათვის სასტიკი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.
2. საკვების განსხვავებული ხერხით მიღება , რომელიც უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია Fast Food - ქსელებთან.

გუშინ მე და ბანდამ სადარბაზოსთან ვალერა და მისი ძმისშვილი გავიყლისძირეთ.

არ გინდა შაურმა გავიყლისძიროთ ? ფული ჩემზეა .

0

ბლეყვერა

ზედსართავი სიტყვა, რომელიც გამოიყენება ადამიანისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად. ბლეყვერას ვუწოდებთ ადამიანს, რომელიც ბევრ სისულელეს აკეთებს და რაღაცნაირი დაბდურაა.

-რანაირად აგისრიალდა ფეხი, რა ბლეყვერა ხარ.

0

აიჭ

სიტყვა, რომელსაც იმ შემთხვევაში ამბობ თუ რაიმე არაადეკვატური ხდება, ვინმე ისეთ რამეს ამბობს, რაც იმ მომენტში ძალიან უცნაური და შეუსაბამოა. ეს სიტყვა დაგეხმარებათ იმაში, რომ ადამიანს შეურაცხჰყოფა არ მიაყენოთ, მაგრამ გამოხატოთ თქვენი დამცინავი ემოცია მის მიმართ, ისე რომ ის ვერაფერს მიხვდეს.

როცა მაკდონალდსში ხართ და ვინმე სალათას უკვეთავს, შეგიძლიათ ხმამაღლა თქვათ - "აიჭ!" ან თუ ღამის კლუბში ვინმე შალახოს ილეთების კეთებას კადრულობს, თამამად შეგიძლიათ მას უთხრათ "აიჭ".

0

ბლატხატა

სახლი ან ბინა რომელშიც მიმდინარეობს ქურდული გარჩევა, ეგრედწოდებული ბლატაობა.

-შენ სიმონ აქ შემოხვედი ბლატხატაზე!

9

ბასიანი

ადგილი, სადაც თავს იყრიან ელექტრონული მუსიკის მოყვარული 16-დან 20 წლამდე ბავშვები. ბასიანზე წასვლამდე აუცილებელია გეცვათ შავი სუდარა და დალაიქებული გქონდეთ ნაჯა ორაშვილის ყველა ფეისბუქ პოსტი.

"გოგო რას შვები გამო ყავა დავლიოთ"
"რავი გოგო ბავშვები მყავს ბასიანიდან გამოსაყვანი, მერე გივიკოს მათემატიკა აქვს და გამოგივლი"

0

არა(აააა)?!

ამ რიტორიკულ შეკითხვას, ძირითადად, დაუჯერებელი ისტორიის მოსმენის შემდეგ სვამენ ხოლმე, უკიდეგანო აღტაცების, იმედგაცრუებისა, თუ გაკვირვების გამოსახატად. სიტყვა სწორი ინტონაციით, კერძოდ, ბოლო მარცვალზე მახვილის დასმით უნდა წარმოითქვას, მნიშვნელობა რომ არ შეეცვალოს.

“-ესტრელლა თხოვდება!-არაააა?! რა მაგარია! ”

27

იმირომტომ

აუტიზმით დაავადეული ადამიანების გასართობი საშუალება

ვაიმე რა საყვარელია

1

გასული

არის ისეთი ფიზიკურ-სულიერი მდგომარეობა როდესაც ადამიანი ზედმეტად არის დამოკიდებული ტენდენციებზე და უგწმოვნობის პიკით ამტკიცებს თავის პიჟონობას. ასეთი პიროვნებები ძირითადად გვხვდებიან სხვადასხვა party-ზე ან რომელიმე პოსტმოდერნისტული ხელოვნების ნიმუშების გამოფენებზე.

აუ იმდღეს ისეთი გასული ვიყავი მე ვაკჩომ და როლომ (იგივე როლანდმა) დავიმხეთ და მერე ეიფრთან (იგივე აფრასიონი) წავედით გამოფენაზე.

5

შაშიკოლა

მამაკაცის სასქესო ორგანოს ერთ ერთი შესატყვისი რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობა 90 იანების ბოლოს და 2000 იანების დასაწყისში.

რა ჩემ შაშიკოლად მინდა