0

პელენწუკა

გამოიყენება ისეთი ადამიანის დასახასიათებლად, რომელიც გამოირჩევა მაღალი ზიზღიანობით ყველაფრისადმი. ასევე ახასიათებს არაადეკვატური ზიზღის გამოხატულებები და რიგ შემთხვევებში იწვევს სხვების გაღიზიანებას.

1) აუ ეს გოგო ტაფასაც ვერ რეცხავს, ფუ რა პელენწუკაა რა...
2) რა პელენწუკობა შეგეყარა, ტილოს ხელი მოკიდე და გაწმინდე...

0

ხელაჯუა

ადამიანი, რომელსაც ხელთ ქვეყნად არაფერი ეწიფება. ვერ ხმარობს საყოფაცხოვრებო ნივთებს და არ გამოსდის ხელსაქმე.

1) ეს რა ხელაჯუააა, კარტოფილის გათლაც არ გამოსდის...
2) რა ხელაჯუობა დაგემართა, რა ყველაფერი ხელიდან გიცვივა..