0

გასასვლელი დავრჩი და შეგეხმიანები ნახევარ საათში.

როცა კონკრეტული პიროვნება, ძალიან *ლეში გკიდია და გინდა მასთან ,,დვიჟენიას" მოუტყდე.

-რას შვეები შეჩემა სად წახვედი?
-აუ ბიჭო გასასვლელი დავრჩი და შეგეხმიანები ნახევარ საათში.

0

ავანტყოფი

1) ფსიქიკურად (და მხოლოდ ფსიქიკურად) დაავადებული ადამიანი
2) ძალიან მაგარი

1) რეებს ბოდავ, ავანტყოფი ხარ?
2) ავანტყოფი მანქანაა ნახე ეეეე

0

ბოტოტა

ზედსართავი სახელის ზე სასწაული ფორმა, რომელიც ხაზს უსვამს რაიმეს სისქეს.

როგორი ბოტოტა თითები გაქვს

0

გამორთე , იქნებ გვაგინებს

ფრაზა , ამერიკული რეპის მოსმენისას , რომლითაც მამები თავიანთ შვილებს სიმღერის გამორთვისკენ მოუწოდებენ .

-რა მაგარი სიმღერაა
- რა მაგარი , იქნება და გვაგინებს , რა უნდა გაიგო .

0

გაიხარე, გაიცინე..

ერთგვარად ნეიტრალური, მასშტაბური მადლიერების გამომხატველი ორი დამოუკიდებელი სიტყვა რომელიც გამოიყენება სოციალურ ქსელში დაბადების დღის მისალოცი ტექსტის კომენტარად.

გაიხარე, გაიცინე მადლობა მოლოცვისთვის..

0

მოიტანს ბრაატ

სიტყვა, რომელიც იწყება 20 ლარით და მთავრდება ფრაზით: 5 ლარი ხომ არ გაქვს ძმა?

უეჭველი მოიტანს ბრაატ

0

ეგრე ბერებსაც აქვთ შეკრული თმები

გრძელთმიანი თინეიჯერი ბიჭის მთავარი არგუმენტი ღიპიანი მამის წინააღმდეგ,როდესაც მამა ქართულ-ქრისტიანული სულისკვეთების ჩანერგვით აიძულებს ბავშვს რომ თმები აღარ შეიკრას.

“აუ საქართველო რაშუაშია,ბერებსაც შეკრული თმა არ აქვთ?”