0

შუას გადავცდი

გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კლასელი მასწავლებელს ატყუებს რომ რვეული დარჩა და ფურცელს გთხოვს რათა ჩაიწეროს.

მასწავლებელი: დავალება სადარის?!
კლასელი: აუ მას დამრჩა.
მასწავლებელი: ჩაიწერე ყველაფერი რაც დაფაზე დაიწერება!
კლასელი: აუ გთხოვ ერთი ფურცელი ამომიხიე რა..
შენ: ვერა ბრატ შუას გადავცდი.

0

,,ვაი,შე საცოდავო"

ამ სიტყვებს ძირითადად მოისმენთ,უარგუმენტოდ დარჩენილი გოგოსგან,რომლის მდიდარ ლექსიკასაც,კამათში ჩაბმულმა პირმა უცებ მუსრი გაავლო.

,,ვაი,შე საცოდავო,რეებს ბოდავ"

0

ჩემთვის ჩინურია ეგ

ადამიანები გამოიყენებ ამ ფრაზას როდესაც მათვის რაღაცა გაუგებარია

-ტოპოლოგიური არატრივალური ვაკუმია საჭირო მონოპოლი რო არსებობდეს , სტანდარტული მოდელის ვაკუუმი ტოპოლოგიურად ტრივიალურია
-ჩემთვის ჩინურია ეგ

0

ხასიათი შეცვალა

ითქმის მოსაწევზე რომელიც არც თუ ისე კარგია მაგრამ არუნდათ რომ გაუტეხონ იმას ვინც მოაწევინა

-როგორი მოსაწევია აბა?
-რავი ხასიათი შეცვალა

0

ბუს კვერცხები

ამ სიტყვას ძირითადად გამოიყენებენ მშობლები ბავშვებისთვის იმის რბილად სათქმელად რომ
არაფერი მოუტანიათ

შოკოლადები. კანფეტები. ქინდერი

1

ჩარჩმენი

გამოიყენება ორი მნიშვნელობით.
1) ტიპი რომელიც კლასში ჩარჩა.
2) ადამიანი რომელიც ან სულ კაიფშია

ჩარჩმენმა მაგარი ნაფაზები ურტყა

0

შენ ხო არ ჩარჩი

ეუბნება ტიპს რომელიც უაზროდ ლაპარაკობს და რაღაც მასთან შეუფერებელს როშავს

-ბიჭო და ისეთი საყვარელი პონი იყო რო არ ვიციი
-შენ ხო არ ჩარჩი?