ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

ეჰ, იოსებ, იოსებ!

ამ ფრაზას იყენებს ძირითადად ხანში შესული მამაკაცი, რომელიც ტელევიზორში უყურებს ლგბტ აქციას, ან ჯაჯანიძის შოუს, და ნატრობს სტალინის აღდგომას, რათა მიახვრიტოს ეს პედერასტები!

- ჩემი ფუჩუ ჩემი არჩევანია!
- ეჰ, იოსებ, იოსებ. წამოაყენა ეხლა ცოტა ხნით... ამდენს ვინ გაბედავდა მის დროს?!

0

ანუ?

კითხვა, რომელის დასმაც საშუალებას აძლევს პირს გააგრძელებინოს ლაპარაკი მოსაუბრეს, რომელიც ამბავს უყვება, და ამით აღმოფხვრას უხერხული სიჩუმის ჩამოვარდნის რისკი.

- გუშინ მე და ჩემი მეგობრები სანადიროდ ვიყავით.
- ანუ?

0

სამურაი

დამამცირებელი სიტყვა, გამოყენებულია იმ გრძელთმიანი თმებშეკრული ბიჭის შესადარებლად, რომელსაც კიკინიანი თავი მიუგავს ძველი იაპონელი მებრძოლის თავს.

- რა სამურაივითა გაქვს ე თავი წაკრული!

0

ფილოსოფოსი

ადამიანი, რომელიც არ საუბრობს ჟარგონებით, იცავს გრამატიკულ ნორმებს, ლაპარაკობს დინჯად და აუღელვებლად, აქვს ტონკი იუმორი.

- მწადს, რომ ხვალ, დილით ადრე, ახალი ცხოვრების მანერით ვიხელმძღვანელო.
- კაი ერთი ნუ ფილოსოფოსობ...

0

დალაი ლამა

ორიგინალური და მეტად დამცინავი სიტყვა, რომელიც გამოიყენება იმ მეტიჩარა ადამიანის მიმართ, ვინც ცდილობს სხვათა საქმეში გაერიოს, მონაწილეობა მიიღოს და ჩააშხამოს მათ ბედნიერი წუთები.

- აუ, მეც მათამაშეთ ცოტა ხნით! მეც ხომ მინდა გართობა...
- შენ ვინ ჩემი დალაი ლამა ხარ?

0

ლიბერასტი

სიტყვა შერწყმულია ლიბერალისა და პიდარასტის შეერთებით, რასაც უწოდებენ დღევანდელ ნეოლიბერალ წარმომადგენლებს, რომლებიც იბრძვიან ძუძუების თავისუფლებისათვის.

1) - ეს ლიბერასტი ნახე რაა... რამდენს ბედავს...
2) - ეს კიკინა რა არის, შეკრული რომ გაქვს... ლიბერასტკა ხარ?

0

სად?

ყველაზე მოხერხებული და ჩამჭრელი კითხვა, რომელიც დაისმის მაშინ, როდესაც პასუხის არცოდნის გამო მავანს არ სურს ჩაბანძდეს და თავს იძვრენს.

- თქვენი აზრით, რატომ დამარცხდა ჰიტლერი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ?
- სად?

0

იმას თუ ეტყვი, იმასაც უნდა უთხრა

ტერმინი გამოიყენება სუფრის გაშლის წინ დასაპატიჟებელი ხალხის შესარჩევად, რამეთუ მასპინძელი ცდილობს არავინ მოიმდუროს და საახლობლო ცუდად არ აალაპარაკოს.

- ბიჭო, ჯემალას არ ვუთხრათ?
- კი უნდა ვუთხრათ, მარა მაგას რო ეტყვი, ჯუმბერისაც უნდა უთხრა და ჯუმბერისაც თუ ეტყვი, ვახუშტისაც უნდა ვუთხრათ.
- ჰოოო... მაშინ არ გვინდა ჯემალა.

0

სატანის მოციქული

არსება, რომელსაც უწოდებენ იმ ადამიანს, ვისაც ტუჩები, თვალები და თმები შავად აქვს შეღებილი, შავი ტანსაცმელი აცვია და ჭიპზე საყურე უკეთია.

- რას გიგავს სახე შე სატანის მოციქულო, მოიხსენი ეხლავე ეგ რკინები სახიდან!

1

ტოჩინოშინი

ადამიანი, რომლის წაგებასაც ყოველთვის მოეძებნება ახსნა.

- სამწუხაროდ, დღეს ქართველი ფალავანი ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა. არ დაგვავიწყდეს, რომ მას მუხლი სტკივა, მყესი აქვს გაწყვეტილი, ხელი აქვს მოტეხილი, ყური აქვს გადაბრუნებული, წარბი აქვს შეთამაშებული, შუქი აქვს გადაჭრილი და ა.შ.