0

მთვრალმა ძმაკაცმა დამახატა

ფრაზა რომელიც გამოიყენება უშნო ტატუს გასაპრავებლად, ამ ფრაზით გიმტკიცებს თუ რაოდენ უმნიშვნელოა ეს ტატუ მისთვის

მთვრალმა ძმაკაცმა დამახატა. ხომ მაგარია?!

0

ჩამეძინა

სიტუაციიდან თავის დაღწევის ერთ-ერთი საშუალება, რომელსაც იშვიათად შეყვარებულ წყვილში წავაწყდებით .

-გუშინ რატო აღარ მომწერე?
- აუუ, ჩამეძინა

0

"ლაივში" უკეთესია

დაზღვევის მიზნით წარმოთქმული სიტყვები, როდესაც მეგობარი შენი crushის ფოტოების ჩვენებას გთხოვს

- ძაან ცუდი ფოტოები უდევს, მაგრამ ლაივში ბევრად უკეთესია

0

უნდა შევიდეს

სიმღერის ის მონაკვეთი, ძირითადად მისამღერი, რომლის შემდეგადაც უფრო კარგი მოსასმენია, ვიდრე მანამდე

დააცადე, შევა ახლა

0

კაი სირცხვილია ბიჭო

როდესაც შენს ძმაკაცს ზედმეტი მოუვა ვინმე პიროვნებასთან საუბრისას და ცდილობ დააშოშმინო,მაგრამ რეალურად მაგრად ერთობი შექმნილი ვითარებით

კაი შეჩემა სირცხვილია ტო

0

მაგრად მისუქებს

ეს სიტყვათა წყობა იხმარება მაშინ,როდესაც მაგარი ნაშა ჩაუვლის ძმაკაცების დასაბირჟავებელ ტერიტორიას

აუ მაგრად მისუქებს ეს გოგო

0

შეჩ

შეჩემას,შეჩემისას შემოკლებული ვარიანტი.შექმნილია დროისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით

რა კლასნად ხარ შეჩ

0

რა უნდა უთხრა ძიას?

რიტორიკული შეკითხვა,რომელსაც დედა ეკითხება შვილს,როდესაც ვიღაც ღიპიანი ძლია სურვილს შეუსრულებს

შვილი-დეე,დეე კამფეტი მიყიდე
დედა-არ მაქვს ფული
ღიპიანი ძია-ერთი კამფეტი მიეცით რა ბავშვს
დედა-რა უნდა უთხრა ძიას?
შვილი-მადლობა