0

სხვა რა ხდება

ამ სიტყვას სალაპარაკო თემის გამოლევის შემთხვევაში იყენებ როცა უნდათ რომ ლაპარაკი გააგრძელონ,უფრო ხშირად მესინჯერში.

-სხვა რა ხდება
-რავი არაფერი

0

ჭიქაში ხომ არ ჩააფსი?

მეზობლის მიერ დასმული რიტორიკული შეკითვა, რისი მიზეზიც ჭიქაში თბილი წყლის არსებობაა. ან უბრალოდ ხაზს უსვავს მეზობლის დაბალი იუმორის დონის არსებობას.

-მიდი ერთი წყალი მომიტანე.
ჭიქაში ხომ არ ჩააფსი?!

0

დაგეთქვა ძმაო!

ფრაზა რომელიც ძირითადად გამოიყენება ფეხბურთის თამაშისას, როცა ერთი მოთამაშე მეორეს ედავება ამა თუ იმ წესის შესახებ.

-მეკარე ხო გამოდის?
-არა ბრატ
-ეეე რატო?
-დაგეთქვა ძმაო!

0

გაჩითული

ადამიანი, რომელსაც 1000+ გამომწერი ყავს, დღეში მინიმუმ 10-ჯერ პოსტავს და თავი მაგარი ტიპი ჰგონია. მიწერის შემთხვევაში კი დიდი შანსია იმისა, რომ დაგსინოთ, თუ თქვენც "გაჩითული" არ ბრძანდებით.

-ეს ბიჭი მოგწონს?
-ფუუ რასგავს
-გაჩითულია 3000+ ფოლოვერი ყავს
-აუ ისე კარგად დავაკვირდი და რაღაცნაირად ძაან საყვარელიაა დამილინკავ?

0

მე რომ შენხელა ვიყავი...

ამ ფრაზას ხმარობენ უფროსი ადამიანები, როდესაც რაიმე არ გამოგდის ან გეზარება. ასევე გამოიყენება მაშინ, როცა შენხელა მამაშენი შენზე ერთი წლით დიდი იყო.

-რატომ არ ალაგებ?!
-მეზარება...
-მე რომ შენხელა ვიყავი მთელი სამეზობლო მოფოცხვაზე მე მეძახდა!



-ლუი, რამდენი წლის ხარ?
-5-ის
-შენხელა რომ ვიყავი 6-ის ვიყავი

0

ქეიპოპერი

ადამიანი რომელიც უსმენს ქეიპოპს (კორეულ პოპს). ძირითადად უწევთ მათი საყვარელი მომღერლების უმისამართო ლანძღვის ატანა.

-ქეიპოპერი ვარ.
-ეეი. შენ ჩინელები გევასება ჰო?