2

აჯდები ?!

უკვდავი ფრაზა, რომელსაც დღესაც მოისმენთ უბნის სტადიონებზე, როცა ბურთის პატრონი არავის ათხოვებს ბურთს.

კაი რაიყო შეჩემა აჯდებიი ?

2

გუშინ რა ვჭამე ის არ მახსოვს

გაცვეთილი, დროისა და სივრცის დამოუკიდებლად არსებული იუმორნარევი სატირა, რომელის საკუთარ გულმავიწყობას აპრავებს

მაგულის მეზობელს რო სოფელში ძაღლი ყავდა, რა ერქვა?
რავიცი ქალო, გუშინ რა ვჭამე ის არ მახსოვს

1

კარფური

ფენიქსის სტრუქტურის მქონე სავაჭრო ობიექტი, რომელსაც აქვს უნარი ფერფლიდან აღსდგეს

კარფურ აღორძინებული

0

მაღალქუსლიანები

ქართველი გოგონების დიდი ტკივილი, განსაკუთრებით აქტუალურია ბანკეტის დღეს. წარუმატებელი ცდის შემდეგ, შიშველი ფეხის ამარა მიაბიჯებენ თბილ ასფალტზე

ცოტა ნელა ვიაროთ, 9 სანტიმეტრიანები მაცვია

0

ბებერო

ხშირად ასაკით მცირე პირის მიმართ ნათქვამი კონპლიმენტი, რომელიც მის გამოცდილებასა და ავტორიტეტს უსვამს ხაზს

გიო შე ბებეროოო