0

''აძინ დომა''

ყველასათვის საყვარელი ფილმი რომელიც გვამცნობს ახალი წლის მოსვლას

-აძინ დომა გადის ტელევიზორში
-ზნაჩიტ ახალი წელია შეჩემა

0

ოღონდ მართლა

წინადადების ბოლოს ნათქვამი ფრაზა, რომელიც ისტორიას მეტ დამაჯერებლობას მატებს

გუშინ გიოსთან დავრჩი, ოღონდ მართლა

0

კაბიანი

სუბიექტი, რომელსაც აზრი არ მოეკითხება

-მარის რას ეკითხები, კაბიანია მაგას არაფერი მოეკითხება

0

არჩევნები 2018

დილება, როდესაც ხალხი არჩევანს აკეთებს მზესა და უფრო მზეს შორის, მაგრამ ხშირად ისიც არ ვიცით რომელი უფრო მზეა

-იყავი არჩევნებზე?
- კი და საქართველოს უღრუბლო ზეცას მივეცი ხმა

0

პირველიიი

ქართულ ვიდეოებზე დაწერილი ყველაზე ხშირი კომენტარი, ხშირად საუბრის მონაწილეები ნუმერაციას აგრძელებენ ( მეორე, მესამე და ა.შ )

პირველიიი, მეორე , მესამეეე