0

ამომდე ყბა

პასუხი, რომელიც ძმაკაცურ გარემოში კითხვა "რა?"-ს ხშირად მოსდევს. ძირითადად ამ სიტყვის წარმოთქმას მოსაუბრის ძალზედ გახარებული გამომეტყველებაც მოსდევს.

-რა?
-ამომდე ყბაააა...

0

მოტყვნადი

გოგო/ბიჭი,რომელიც არც ისე მიმზიდველი,ხშირად,ულამზოც კია,მაგრამ ჩვენი ბუნებრივი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე უარს არ ვიტყოდით...

მაგ:
-აუ გოგოო ზუკა რა სიმპატიურიაა!
-მეჰ, მოტყვნადია რაა...

0

ქათამო

ეს სიტყვა გამოიყენება ე.წ ბაზარში,
იგულისხმება როგორც მშიშარა,
როდესაც ზემოთ მითითებულ წინადადებას გიწოდებენ, სრული უფლებაგაქ რო იმოქმედო.

-აუ მეშინია.
-ფუ რა მაგარი ქათამი ბავშვიხარ.

0

ხელფასი

ერთდღიანი სიხარულის გამომწვევი გასამრჯელო

-ხელფასი როდის აიღე?
-სადღაა ხელფასი

0

ბოყინი

გაზიანი სასმლის მიღების შემდეგ კუჭიდან ამოსული ბგერათა ერთობლიობა რომელიც საკმარისია მალთაზარის გასაღვიძებლად ან ვიკკინგების არმიისთვის დახმარების სათხოვნელად

-@#!?
-რას შვები შეჩემისა მალთაზარს აღვიძებ?

0

შაურმა

ლავაშში გახვეული წვრილმანები.ბედნიერება წვრილმანებშია(შაურმაშია)

ჩვენ შაურმა დაგვანაყრებს-თვით კუჭები ასე ჟღერდნენ🙃

0

ჩემი როა იმიტო კი არა...

ძირითადად უფროსი თაობისთვის დამახასიათებელი ფრაზა, რომელიც გულისხმობს შვილის ან შვილიშვილის ქებას. თითქოს ის ამ ფრაზის წარმოთქმით თავს იზღვევს იმისგან, რომ მსმენელმა ნათქვამი ქედმაღლობასა და ქებაში არ ჩაუთვალოს

ჩემი ნოდარიკო სკოლიდან მოდის თუ არა, არც ჭამს, არაფერი, ეგრევე მეცადინეობას იწყებს. ჩემი როა იმიტო კი არა, მაგრამ მონდომებული ბავშვია

0

ლამერი

მოვისმენთ სტადიონზე მოზარდების მიერ ერთ-ერთი მოთამაშის მიმართ რომელიც ხშირად აცილებს ბურთს მიზანს

აუუ ეს რა ლამერია

0

ტრაკი

ვერტიკალურად გაყოფილი ორი ცალი დუნდულა

- რატომ არის ადამიანების ტრაკი გაყოფილი ვერტიკალურად და არა ჰორიზონტალურად?
- იმიტომ რომ სირბილისას ტაში არ დაუკრას