0

მიწისძვრა

ამ ბუნებრივი კატაკლიზმის შემდგომ უნდა მოერიდოთ სოციალურ ქსელებს,რადგან იქ არსებულმა პოსტების რაოდენობამ შესაძლოა უფრო მეტი ზიანი მოგაყენოთ ვიდრე თვითონ მიწისძვრამ.

იიიიიიი თქვენც იგრძენით?

0

მიწისძვრა იგრძენით?

მიწისძვრის შემდეგ იპოსტება ფეისბუკზე საშუალოდ 10-20 წამის ინტერვალით ყოველ წუთში ყოველი მეორე მდედრობითი და ყოველი მესამე მამრობითი სქესის მიერ. პოსტის მიზანია ავტორმა გააგებინოს მთელს საქართველოს რომ მიწისძვრა იგრძნო და მისი გრძნობითი ორგანოები ბევრად უფრო განვითარებულია ვიდრე სხვისი.როგორც წესი ამ ტალღას მოყვება უკმაყოფილოთა ტალღა რომელიც მოითხოვს შეწყდეს პოსტები მიწისძვრაზე(მაგრამ თვითონაც მაგაზე დაპოსტვა გამოსდით)
მისი ანალოგიაა ასევე:შემაქანა,ეს რა იყო,შემაზანზარა,ტახტი გამოძრავდა,საწოლი გახოხდა და ა.შ.

-მიწისძვრა იგრძენიით?
-მე მეგონა მარტო მე შემაქანაა

0

მემანქანეთა გაფიცვა

ეს სიტყვები გამოხატავს მოვლენას,რომელმაც თბილისის მოსახლეობას წარმოუდგენელი ფიზიკური და მენტალური პრობლემები შეუქმნა.მემანქანეთა გაფიცვას მოჰყვა 20 ადგილიან მიკროავტობუსებში 50 კაცის მასობრივი თავშეყრა,ხოლო ავტობუსებში არსებული პოპულაციები არ ჩამოუვარდებიან ახლადაშენებულ კორპუსებში მცხოვრებთა რაოდენობას

(მერიაში)
-მემანქანეები გაიფიცნენ
-ავტობუსები უფასო გავხადოთ

0

კარში ჩაგვიდექი რა

ამ ფრაზას ძირითადად იყენებდნენ უბნის "ვზროსლი" ბიჭები პატარა ბავშვებთან მიმართებაში,როდესაც ფეხბურთის თამაშისას კაცი აკლდებოდათ

-კაცურად კარში ჩაგვიდექი რა
- კაი ოღონდ უდრებს არ ვართ

0

მიწისძვრა იგრძენით?

მიწისძვრის შემდეგ დასმული კითხვა, რომელზეც კითხვის დამსმელზმა იცის რომ დადებით პასუხს მიიღრებს, მაგრამ უნდა რომ ფეისბუქში ბევრი კომენტარები აიღონ

- მიწისძვრა თქვენც იგრძენით?
-აუ ჰო... ნეტა რამდენ ბალიანი იყო?

0

ხვალიდან ვარჯიშს ვიწყებ

ეს ის ფრაზაა რომელსაც, საზოგადოების უმეტესობა იყენებს, უნამუსოდ ჭამის შემდეგ.

ბევრი ვჭამე, ვსო ხვალიდან ვარჯიშს ვიწყებ.

0

გავიყლისძირე

როდესაც დიდ 12 ლარიან შაურმას ყბაში მიცემ

გუშინ 12 ლარიანი გავიყლისძირე

0

ღერძულა ხაზი იღლიაში აქ ამოდებული

მომენტი,როცა მანქანის მძღოლს სულ ყლეზე ჰკიდია ღერძულა ხაზი და ასე უსწრებს რამდენიმე ავტომობილს.

-აუ, ტიპს ღერძულა ხაზი იღლიაში აქ ამოდებული.