0

ქარიტყანია

უპასუხისმგებლო, ქარაფშუტა

რას გაუგებ, შვიდი პარასკევი აქვს კვირაში, მაგარი ქარიტყანიაა

0

შრიალი

ძირითადად ვიქენდის პერიოდში გამოიყენება. ნიშნავს მეგობრებთან ერთად გასართობად წასვლას წვეულებაზე.

დღეს სად შრიალებ?
არ გავშრიალდეთ სადმე?

0

შმოტკები

გამოიყენება თბილისში ახლად დასახლებული პიროვნებისგან
სიტყვა ტანსაცმლის გამოსახატად.

შეჩემა ხვალ ჩინელებში მივდივარ უნდა გემევიშმოტკო

0

მოყვები?!

მოისმენთ ავტობუსში,გაბრაზებული მძღოლისგან,რომელიც ვერადავერ ახერხებს უკან კარის დაკეტვას.

აეე უკან,რაარი მოყვები?!

0

ეშმაკის ტრუსიკი

ძირითადად ასე უწოდებენ პამპერსს 50-55 წლის ადამიანები. განსაკუთრებით გამოიყენება მცირეწლოვანი ბავშვების მიმართ

-ეს რა ეშმაკის ტრუსიკი ჩაგიცვამთ ბავშვისთვის

0

ქაბაბი, შმაბაბი

სიყტვის პირველი ასოს შეცვლა , ან რამოდენიმეს ჩამატება, გუშინდელი ქეიფის უფრო გრანდიოზულად წამოსაჩენად

- კარგი სუფრა იყო?
- კიი , რა აღარ იყო მწვადი, ხაჭაპურები , სოკო , მოკო , ხინკალი-მინკალი

0

მთვარეზე მოჯმა

ამბიციური ადამიანის დასაკნინებლად გამოყენებული ფრაზა

-მომინდომა ახლა ამან მთვარეზე მოჯმა