ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

შრიალი

ძირითადად ვიქენდის პერიოდში გამოიყენება. ნიშნავს მეგობრებთან ერთად გასართობად წასვლას წვეულებაზე.

დღეს სად შრიალებ?
არ გავშრიალდეთ სადმე?

0

დაო

“დაომ” დიდი ხნის წინ დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი ქართულ ურბანულ ლექსიკონში. მიმართვა დაო პოპულარული იყო და რჩება ლგბტქ საზოგადოებაში.
მის მნიშვნელობას ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს. დაოთი ძირითადად ყველაზე ახლო მეგობრებს მიმართავენ.

როგორ ხარ დაო?
დაო, ისეთი ამბავი უნდა გითხრა შოკში ჩავარდები.
დაო, ცხვირსახოცი მოამზადე... კაცს დავშორდი.

0

გაუ

გაუ არის გაუმარჯოს შემოკლებული ვერსია. ის დიდი პოლულარობით საეგებლობს “გრაინდერის” ქართველ მომხმარებლებში. ხშირ შემთხვევაში იწვევს გაღიზიანებას.

გაუ
გაუ, რამხელა გაქ?
გაუ, ბაითის პონტი გაქ?