ამ სიტყვას იყენებენ ძირითადად ასაკოვანი ან 7 წლამდე ასაკის ადამიანები. ეს სიტყვა უცხო ენაზე მოსაუბრე ადამიანს განსაზღვრავს, რომელიც ცხოვრობს საქართველოს არამეზობელ ქვეყანაში.
ხშირად მოვისმენთ ასეთ ფრაზებს ,,ინგლისელი მომღერალი" , ,,ინგლისელი მსახიობი" მაშინ როდესაც ეს ადამიანები შესაძლოა ბრაზილიელები , ფრანგები, ესპანელები ან სულაც გერმანელები არიან.
ორღობელი გელას ჩამოტანილი ძმური მიმართვის ფორმა
-შემოგევლე ძმა
-ჩემი ბრატუხია ხარ
მომენტი როდესაც შენზე ძლიერ ადამიანთან რაღაც ცუდი წამოგცდა
შენ მომისმინე ბიჭო
როგოორ?
უცხოელის მოსაკეტვინებლად გამიზნული ფრაზაა,რომლის მნიშვნელობას მხოლოდ ქართველი ხვდება,თუმცა უცხოელი ვერ ხვდება და მიზანსაც აზრი ეკარგება
.
ქართველი მუტრუკი მამაკაცი, ზაფხულობით ყელზე სველი დაგრაგნილი ცხვირსახოცით, რომელიც ოქროს მძიმე ჯაჭვთან ერთად სადღაც ღაბაბის მიდამოებში უქანქარებს. ბოტოტა თითებზე ოთხკუთხედი ბეჭედი მოსდგამს (რა თქმა უნდა ესეც ოქროსი.) პირში სიგარეტით და ნიკოტინის კვამლისგან ოდნავ “ძერსკულად” შეწუხებული მოჭუტული სახით მოძრაობს. აღნიშნული კატეგორიის საყვარელი ხუმრობა/მიმართვა მეგობრის შვილის (ბიჭის) მიმართ არის; მიდი ერთი მამაშენს მიაფსი.
შეხედე, ის ხოზო მუცელს როგორ იფხანს.
დიალოგის გაგრძელების საიმედო გზა
-ბიჭო,რახდება შენკენ?
-რავი არაფერი ისეთი
პუპულარულია 4-10 წლის ბავშვებში, მაშინ, როცა ოპონენტისთვის რამის დამტკიცებაქ უნდათ, მაგრამ ტყუიან...
-აბა დაიფიფცე...
-დედალს გეფიცები
მეგობრებს შორის გინების გასამართლებენი ცნება
-წესიერად,ბიჭო
-რაიყო ჩემთან შუტჯა არგაქ?
პოპულარული ფრაზა 4-10 წლამდე ბავშვებში. ბავშვები, რომლებიც პირველნი ვერ მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე, ცდილობენ 1-ელი ამ ფრაზით "დააკნინონ"
-ვინც ბოლო, ის გოგოოოო
-ოოოო, მაშინ: ვინც პირველი ის შიშველიი
ძირითადად იყენებენ ქალაქში ახლად ჩასული ბიჭები, მაშინ, როცა დაინახავენ ოდნავ ლამაზ გოგოს და მისი "დაკერვა" მოუნდებათ...
-სადმე ხო არ გაგვესეირნა?
-არა, მადლობა
-მაშინ, ამ საღამოს რას აკეთეფ?