0

რამე "ტოჩკა" არ არის ?

"უბანში" პირველად მოსული მეგობრის კითხვა,
რომელსაც ლუდმა ბუნებრივი მოთხოვნილებებისკენ უბიძგა.
ძირითადად კითხვა ისმის შებინდებისას.

ჩაფსმისგან თავის არიდების ხერხი

0

ინსტაგრამი

ინფორმაციის წყარო სადაც,შეიძლება გაიგოთ თუ ვის შეყვარებული ყავს,ვინ ეწევა,ვინ ქინძაობს,ვინ მგლოვიარეა(ყოფილები),ვის ენატრება/ვის უნდა(ჰორმონმოჭარბებული ახალგაზრდობა) და სხვა მრავალი აღვირახსნილობანი.

ინსტაგრამზე დოხუი Fოლოვერი მყავს!!! <3

0

ნელა ატარე კარტოფილი ხო არ მიგაქვს

"ნელა ატარე კარტოფილი ხო არ მიგაქვს ?! "
ამ ფრაზას შეხვდებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მძღოლის მიერ სიჩქარის მკვეთრად გადაჭარბებაზე მიუთითებს.როგორც წესია ფეხზე მდგომი მგზავრები იყენებენ აღნიშნულ ფრაზას.

-"ნელა ატარე რა კარტოფილი ხო არ მიგაქვს?! ხალხი ვართ აქ "

0

ნუ აჯდები, დაკვერცხდება

ლეგენდის თანახმად თუ ბურთს დიდხანს დააჯდები ის კვერცხის ფორმას მიიღებს და თამაშისათვის გამოუსადეგარი გახდება.

..

0

მეზობელი

ადამიანთა კატეგორია, რომლებმაც შენზე უკეთ იციან როგორ ხარ, რას მოღვაწეობ, მათ ასევე აქვთ უნარი გამოიცნონ ვისთან დადიხარ, სახლში ვინ გაცილებს, იციან ვისთან არ უნდა იმეგობროთ: ,, შენთვის კაი რო მინდა თუარა..."

,,თამილა გო... შენიბოვში დევინახე ნინოიას გოგოსთან, რაუნდა იმასთან რო დადის? არა თამილა ცუდად არ გამიგო ხოიცი შენ რო მიყვარხარ იმიზა გეუნები თუარაა... ეგერ გულიკიას კიარ ვეტყოდი?! "

0

ვინ დამასწრებდა?!

უფროსი თაობის საყვარელი , ერთგვარი რიტორიკული შეკითხვა , რომელსაც შეუძლია ნებისმიერი რამის უარყოფითად წარმოჩენა . ძირითადად ხაზს უსვამს მის მავნებლობას.

- სიგარეტის მოწევა რომ კარგი იყოს ვინ დამასწრებდა?!

0

ვოზდუხ ობში

დის/ძმის, მეგობრის ან დაახლოებული პირის სახესთან ხელის მკვეთრი, გამაღიზიანებელი მოძრაობების გაკეთება,(ხელის ტურტური), მისი მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით. თანაც ამ ყველაფრის ისე პროფესიონალურად გაკეთება რომ მეტიქეს სახეზე არ შევეხოთ.

- ეეე, კაი გეყოფა გაწიე ხელი
- ვოზდუხ ობში, ძმაო