0

გაქცეული აქ

იხმარება ადამიანის მიმართულებით რომელიც აღარ გავს თავის თავს და გამოირჩევა არაორდინალური ქმედებებით

გაქცეული აქ

0

ჯინსი არ მიშვებს

სტადიონზე ჯინსის შარვლით ჩამოსული ბიჭის გასამართლებელი ნათქვამი, რომელიც ამტკიცებს, რომ შარვლის გამო ვერ თამაშობს.

- როგორ ვერ მიიღე.
- ჯინსი არ მიშვებს

0

მოვიზარდე რა

ცერა თითზე გაზრდილი გასუფთავებული მოგრძო ფრჩხილი . უნივერსალური მრავალფუნქციური გამოყენებით

რავი მოვიზარდე კაი პონტია

0

შვილებს გეფიცები*

დარწმუნების ერთ-ერთი "საუკეთესო" ხერხი. ხშირადაა გამოყენებული მოვაჭრეების მიერ კლიენტის დასარწმუნებლად ფასის ან ხარისხის ასპექტში. პოპულარობით სარგებლობს "ციგნებში". არსებობს ცნობები, რომელთა მიხედვითაც შვილი მათი წმინდა იარაღია.

-რა ღირს წინდა?
-ნასკი 10 ლარი!
-არაა, ძვირია.
-შვილებს გეფიცები ბოლო ფასია მეც ხო უნდა დამრჩეს რამე?!

0

ეკაიფე ჯოდასენს.

"წადი ტოლი ნახე, კოჭი გააგორე" -ს, აკადემიური სინონიმი.

- წინდებით რამდენ მეტრს გაივლი?
- გააჯვი, ეკაიფე ჯოდასენს

0

ჩიტის რძე

ტკბილეულის ერთგვარი სახეობაა, რომლის სახელის დამსახურებითაც ბავშვობაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩიტი იწველებოდა.

ისეთი სუფრა იყო, ჩიტის რძე არ აკლდა 😂

0

თავს ზევით ძალა არაა

ფრაზა რომელიც გამოიყენება სიტუაციაში რომელშიც სხვა არაფრის გაკეთებაა შესაძლებელი. არავინ იცის არსებობს თუ არა ეს ძალა და რომც არსებობდეს შეძლებდნენ თუ არა მის გამოყენებას.

მამა : ეს მანქანა მომწონს მარა ძვირია და ვერ გიყიდი
შვილი : გთხოოვ მაა მიყიდე რა, 2 ტურბინა აქ, 600ცხენი, მიყიდეე რაა
მამა : ვერა შვილო არ გვაქ ამის ფული, ის ოპელი ვიყიდოთ ისევ, რას იზამ თავს ზევით ძალა არაა

0

გადავიმეორებ

გადავიმეორებ არა მოსწავლური სიტყვაა და ამ 2 წუთში რასაც წავიკითხავ იმას მოგიყვების ნიშნავს

-ტალახაძე გაკვეთილი მოყევი!
-გადავიმეორებ მას!
......
-ტალახაძე გადაიმეორე?
-დიახ, მას
-მოყევი
-მმმ მას მრცხვენია თქვენი