ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

რა მოწიე ასეთი

ამ ფრაზას ძირითადად იყენებს ისეთი ადამიანი რომელიც საიმში არაა მოწევის მერე რა ხდება. ეს უფრო იმ სიტუაციაში გამოიყენება ძაან მაგრად რო გაიღადავებ და ეს კონკრეტული ადამიანი ვერ მოწვავს შენს შუტკას და ცდილობს გამოძვრეს.

-ამისკალმისტარია?
- რაა?
-აგერ აააააა!
- რა მოწიე ასეთი?

0

ნეტა თქვენი ასაკი მომცა

ძირითადად იყენებს "ვზროსლი" კამანდა რომელსაც მისი თქმით ბევრი შეეძლო როცა ამ კონკრეტული ადამიანის ასაკის იყო ვისაც იმ მომენტში ესაუბრება. ამ ნათქვამში იგრძნობა სევდა და ნოსტალგია 80%-ში არარსებულ რაღაცაზე. ეს ასევე შეიძლება იყოს მოტივატორი ახალგაზრდებისთვის რომ უფრო "მოიხოდონ"

ბირჟა (ბირჟავიკები და უბნის ახალგაზრდა თაობა)
ერთ-ერთი ბირჟავიკი : რას დვიჟენიობთ ვაბშე?
ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი: რავი არაფერს
ბირჟავიკი: კაიი რა ნეტა თქვენი ასაკი მომცა გადავურბენდი ნახევარ ქალაქს.

0

თავს ზევით ძალა არაა

ფრაზა რომელიც გამოიყენება სიტუაციაში რომელშიც სხვა არაფრის გაკეთებაა შესაძლებელი. არავინ იცის არსებობს თუ არა ეს ძალა და რომც არსებობდეს შეძლებდნენ თუ არა მის გამოყენებას.

მამა : ეს მანქანა მომწონს მარა ძვირია და ვერ გიყიდი
შვილი : გთხოოვ მაა მიყიდე რა, 2 ტურბინა აქ, 600ცხენი, მიყიდეე რაა
მამა : ვერა შვილო არ გვაქ ამის ფული, ის ოპელი ვიყიდოთ ისევ, რას იზამ თავს ზევით ძალა არაა