0

ჩატოვება

1. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების მეტისმეტად გახანგრძლივება და მისი გვერდითი მოვლენები
2. სიგარეტის გაზიარების შინაურული თხოვნა

1. "–რა გაყლევებული ხარ შეჩემა გუშინდელმა ჩაგტოვა?"
2. "–სიგარეტი გაქვს?
– *ეწევა* ბოლო ღერია
– ჩატოვე რა"

0

ჩავიჯვი

გულიანად ვიცინე

- მარი,რაენაგაქ,ჩევიჯვი სიცილით

0

კაშა

ეს სიტყვა შეიძლება გამოყენებული იქნას ახლბედა მუსიკალური ბენდის შეფასებისას, გამოცდილი შემფასებლის მიერ, როდესაც მუსიკალური ინსტრუმენტები ერთმანეში ირევა და იქმნება მუსიკალური ქაოსი.

- ჰა აბა როგორია ივარგებენ?
- არააა, კაშაა იმენა...

0

ფეირია იმენა

რაიმე მოვლენა, აქტი, რომელიც უსაშველოდ გაიწელა და არ მთავრდება.

სერიალი კი არა ფეირია იმენა არდა არ მთავრდება.

0

:დდდდდდდდდდდ

გადაბჟირებსის ტექსტური გამოსახვა.

- (მაგარი ღადაობა)
- :დდდდდდდდდდდ

0

გადაწიტება

გადაფურთხების ერთ-ერთი სახეობა,რომლის დროსაც ნერწყვი გადის ზედა შუა ორ კბილს შორის სანამ დაენარცხება ობიექტზე.

რას იწიტები ბიჭო!

გიო რა *ლეა აივნიდან გადააწიტა.

0

ნისია სხვისია

ჯადოსნური ფრაზა, რომელიც უკანასკნელ არგუმენტს აცლის ადამიანს, რომელიც ცდილობს გამყიდველის დაყოლიებას მისცეს მას ნისად ნივთი. ამ ფრაზას ხშირად აკრავენ მაღაზიის მეპატრონეები (უმეტესწილად ე.წ ბუტკების) რათა მყიდველებს არ გაუჩნდეთ ფუჭი ილუზია იმისა, რომ მოცემულ მაღაზიაში რაიმე ნივთს ნისიად შეიძენენ.

ვერ მოქცემ რა ვქნა, ნისია სხვისა.

1

ლიმონი

ლიმონი გამოიყენება საფეხბურთო სამყაროში მყოფი პირების მიერ, მილიონის შემოკლებულ ფორმად.

-კანკავა რამდენ ლიმონს იღებს ძმა?
-რავი ერთი 2-3 ლიმონი ექნება მაგას.

0

დაძახებულია

იტყვიან პიროვნებაზე, რომელიც აპირებს ქურდობას და მას ამისათვის უკვე აქვს გავლენიანი ქურდების მხარდაჭერა.

ბიჯო მაგას დაძახებული აქვს, დღე-დღეზე ელოდება.

0

ბარდაგი

ეს სიტყვა აღნიშნავს ღრეობის,დროსტარების,ფულის ფლანგვის ადგილს იგივეა რაც საროსკიპო,უმრავლეს შემთხვევაში დაბალი ფენის ადამიანების თავშეყრის ადგილი.

-წამო იქ წავიდეთ
-არა შეჩემა ბარდაგია!!!