0

შეივსება და გავალთ

ფრაზა გამოიყენება როდესაც მგზავრი ინტერესდება როდის გადის მარშუტკა

-როდის წავალთ?
-შეივსება და გავალთ

0

ეხლა ოცი ლარი მომცაააა

მოშივებული ძმაკაცების ოცნება რითაც ერთს მაგრად შეჭამდნენ.

1)-აუ რა მშიაა ეხლა ოცი ლარი მომცაააა
-ხო აბაა ეხლა რო ჯიბეში მედოს...

0

ჟოშკი

ადამიანი რომელიც საკუთარ ქონებას ხელს უჭერს, სხვისთვის ენანება.

- სიგარეტი მომაწევიე.
- ვერა, ერთი ღერი დამრჩა.
- რა ჟოშკი ხარ იმენა.

0

ზახოდი

საზომი ერთეული რომლითაც ძირითადად ნარკოტიკულ ნივთიერებას ზომავენ.

ორი კაცის ზახოდია ბრატ.

0

საერთოდ არ ველოდი თქვენს სტუმრობას

ტიპური ქართველი დიასახლისების ყველაზე პოპულარული ფრაზა, როდესაც სამეფო სუფრას გაუშლიან სტუმარს, რომელსაც ოჯახში ერთ კვირაზე მეტია ელოდებიან.

- აგერ ხაჭაპური, ცხელებსაც მალე შემოვიტან და საღამოს მწვადიც იქნება... საერთოდ არ ველოდი თქვენს სტუმრობას რაა და რაც უცბათ შევძელით ესაა. ვიცი მთლად სამეფო სუფრა არაა, მაგრამ ოჯახის ახლობელი ხარ და არ გვიწყენ იმედია.

0

დაგინება

სიმართლის დასაზუსტებლად წარმოთქმული შეურაცმყოფელი ფრაზა.

მტყუანის დედამოვტყან, გაწყობს?

0

დაბრეხვება

უადგილო ადგილას უაზრო წინადადების თქმა.

აუ ტიპმა რა დააბრეხვა.

0

აღყხჰჰჰ

სიცილის არც თუ გავრცელებული ფორმა, ასე მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტი იცინის

- შეხედე ამ ლილიპუტს აღყხჰჰჰ

0

გატანა

იგივე ძარცვა. იხმარება მხოლოდ შენობა-ნაგებობებზე.

მაყუთი გაიჩითა, გუშინ მაღაზია გავიტანეთ.