Giorgi Kobakhidze (47 ქულა)
პასუხი კითხვაზე , ,,სახლში იციან რომ ეწევი`` ? .
გამოხატავს უფროსისადმი პატივისცემას.
-სახლში იციან , რომ ეწევი ?
-ხვდებიან , მაგრამ ჩემებთან მაინც არ ვეწევი რა
-თუ იციან რა პრობლემაა?
-რავი ტეხავს მაინც .
ამ ფრაზას ამბობენ ,,ვზროსლები“ როდესაც მათზე ასაკით უმცროსი ადამიანი რამე მისთვის ახალს და გაუგებარს გააკეთებს ან იტყვის.
...
ეს წინადადება გამოიყენებოდა ,,ქართველი ვაჟკაცის“ მიერ , როდესაც დედა გადმოსძახებდა ფანჯრიდან , რა ხმაურია ხომ არ ჩხუბობთ ? ამოდი სახლში . და ა.შ
-რა ხმაურია მანდ ? ხომ არ ჩხუბობთ ?
-შეყავი რა ქალო თავი სახლში !
ეს ფრაზა გამოიყენება მაშინ , როდესაც სამეგობროში ერთ-ერთი მეგობარი ყავთ ,,პროგრამაში`` და ,,თესლად ეღადავებიან``. ერთი-ერთი კი სიტუაციის გამწვავების მიზნით ,,პროგრამაში`` მყოფს აქეზებს ამ ფრაზით.
...
რეაქცია , როდესაც თმა შეიჭერი და მეგობარი ნახე.
...
ონლაინ მაღაზიების პასუხი პოტენციური მყიდველის კითხვაზე.
-ra yirs?
-პირადში მოგვწერეთ
---------------------------------------
-ra xirs?
-პირადში მოგვწერეთ
--------------------------------------
-ბათუმში გაქვთ მაღაზია?
-პირადში მოგვწერეთ
უწინ მაღაზიაში შესულს გამყიდველი 5 თეთრიანის არქონის გამო ასანთს ან საღეჭ რეზინს გატანდა , რა თქმა უნდა არ ქონდა მნიშვნელობა გინდოდა თუ არა .
- 5 თეთრიანი ხომ არ გაქვს?
-არა
-არც მე , ასანთი წაიღე მაშინ.
ამ სიტყვას უსწრაფესად წერენ , როდესაც შემთხვევით messenger_ში დარეკავენ.
-???
-არაფერი , დამეჭირა .
ამ ფრაზას ბევრი ადამიანი ხმარობს , მთავრობის მორიგი სულელური გადაწყვეტილების მოსმენის დროს .
-ჩვენ გადავწყვიტეთ , რომ ავაშენოთ პანორამა თბილისი.
-ასე გაგრძელება აღარ შეიძლება , ხალხი უნდა გამოვიდეს .
ამ ფრაზას ამბობენ გოგოები, რომლებმაც ყველა აპრობირებული დიეტა სცადეს , მაგრამ მაინც ვერ დაიკლეს წონაში.
-სულ დიეტაზე ხარ და მაინც მსუქანი ხარ.
-მსუქანი არ ვარ , უბრალოდ ძვალმსხვილი ვარ.