0

ორი ზურგი აქვს

ფრაზა გამოიყენება ისეთი გოგოს ასაღწერად , რომელსაც პატარა მკერდი აქვს.

-სახეზე კარგია , მაგრამ ტანზე არ ვიცი.
-ბევრი ვერაფერი , ორი ზურგი აქვს .

0

შაქარი გაძვირდა გენაცვალე

ეს ფრაზა გამოიყენება მასპინძლის მიერ , რომელიც სტუმარს ეკითხება რამდენი კოვზი შაქარი უნდა ყავაში .
დამკვიდრდა ეკონომიკური კრიზისის დროს , პროდუქტზე ფასების მომატების გამო.

მასპინძელი - ყავაში შაქარი რამდენი ჩაგიყარო ?
სტუმარი - 4 კოვზი
მასპინძელი - 4 კოვზი რა ამბავია ? შაქარი გაძვირდა გენაცვალე.

0

მაგარი ,,ჟიზნენნი“ სიმღერაა.

ეს ფრაზა გამოიყენება სიმღერის შესაფასებლად იმ ადამიანის მიერ , რომელსაც არცერთი სიტყვა არ ესმის სიმღერიდან , მაგრამ მელოდიიდან გამომდინარე ხვდება, რომ რაღაც მნიშვნელოვანზეა.
ძირითადად რუსული სიმღერის შესაფასებლად გამოიყენება ეს ფრაზა .

მეგობარი უსმენს ოდესღაც ,რატომღაც ძალზედ პოპულარულ სიმღერა ,,პრასწი , პრასწი“_ს .
-რა სირობას უსმენ შეჩემა?
-მიიჯვი რო არ იცი , მაგარი ჟიზნენნი სიმღერაა.

0

არ გადახვიდეთ ვირუსია

გავრცელებული პოსტი სოციალურ ქსელში , გამოიყენება როდესაც ვინმემ შეთავაზებული პორნოს ყურება გადაწყვიტა , მაგრამ ვირუსი აღმოჩნდა . შედეგად მესიჯად ეგზავვნება ვირუსი მეგობრებს.

-არ გადახვიდეთ ვირუსია
-მე არ ვგზავნი ხალხო