0

ერთმა გამისხა

სიტყვათაშეთანხმება,რომელიც აქტიურად გამოიყენება ტოტალიზატორში მოთამაშე წაგებული მომხმარებლის მიერ.მისი ბილეთი ყოველთვის 100%იანია,თუმცა ყოველ ჯერზე ერთი უფუჭებს.

-რაქნა შენმა ბილეთმა ბრატ?
-აუ ერთმა გამისხა,ვიცოდი რომ ის ერთი გამიფუჭებდა.

0

რომელი ''გოდა'' ხარ?

ძველი დროის გადმონაშთი, რომელიც ადამიანის ასაკის გაგების მიზნით გამოიყენება. ძირითადად იყენებდნენ ''ბაბულიკა'' ტიპები.(რუსული ჰაი ლეველის გამოსავლენად).

"თემაზე"
-რომელი გოდა ხარ?
-98
-აუ ღლაპი ტოოო...

0

ზურგს უკან ენა ამოგდებულები

ადამიანები რომლებსაც ერთი ადგილი და პირში თქმის უნარი არ გააჩნიათ იმისა თუ რას ფიქრობენ და ზურგს უკან გჭორავენ ასევე გაძახებენ რაღაცეებს თითქოს გაღელვებს მათი სოფლელური გამოხტომები

როდესაც ადამიანი დგას მეორე ადამიანთან ერთად და საუბრობს, ამ დროს კი ცოდვილები ახლოს დგანან და შენზე (თქვენზე) ლაპარაკობენ და ტექნიკურად ტონს ამაღლებენ სიტყვებით "ცოდო" "ვაი შე საწყალოო"

0

ჩაი*ვი

უმეტესად გამოიყენება მეგობრების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ როცა ტელეფონზე საუბრისას გიშლიან ხელს ან ნერვებზე თამაშობენ

ვლაპარაკობ ტელეფონზე ჩაი*ვით სუყველამ

0

არა ბიჭო მოსკოვს დავეკითხები

საბჭოთა საქართველოში დამკვიდრებული ფრაზა, რომელიც წარმოითქმის რაიმე განსაკუთრებული წამოწყების, მიღწევისა ან კარიერული წინსვლისას. წარმოიშვა სსრკ-ს ცენტრალური, მკაცრი ბიუროკრატიული მმართველობის გამო, როცა საბჭოთა რესპუბლიკებში განხორციელებული ნებისმიერი პროექტი ცენტრთან - მოსკოვთან უნდა შეთანხმებულიყო.

,,არა ბიჭო მოსკოვს დავეკითხები"

0

ბაქოზე შეერთებული

საბჭოთა პერიოდის საქართველოში დამკვიდრებული ფრაზა, რომელიც გულისხმობს უფასოს, ულიმიტოს, უსასრულოს, გაუთავებელს. დამკვიდრდა საბჭოთა კავშირში ბუნებრივი აირის უფასოდ მოხმარების გამო.

,,ბაქოზე კი არაა შეერთებული"

0

აიფონის ხამი

პიროვნება(ები) რომელსაც(ებსაც) მოსწონს(თ) აიფონი მაგრამ არ აქვს(თ) და ეტენება(იან) იმ ადამიანს რომელსაც აქვს და ცდილობს(ენ) რომ თხოვოს(ონ) ყოველთვის, როცა ხელსაყრელი დრო გამოჩნდება

- ლიზი ტელეფონი მათამაშე რა (დროთა განმავლობაში)
- ნუცას და ელენეს აქვთ
- ფუ ეგ აიფონის ხამები

0

8 მარტელი ცოლ-ქმარივით სიარული

გამოთქმა შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში. აღნიშნავს უმიზეზოდ მოჩხუბარი, მაგრამ განუწყვეტლივ ერთად მყოფი წყვილების (არამხოლოდ წყვილების) განუწყვეტელ სიარულს, ვითომ საქმოსნობას. დამკვიდრდა სოფელ 8 მარტში (სარმანიშვილის კარში) მცხოვრები კოლორიტი ცოლ-ქმრის სონიას და ვიქტორას საპატივსაცემოდ.

,,რა რვა მარტელი ცოლ-ქმარივით დადიხართ"

0

ეს იმენა ვანგაა

როდესაც უბანში ვიღაცას რეალი ბარსას ზუსტი ანგარიში დაესიზმრება

-ნოდარამ ზუსტი ანგარიში დასვა
-ეგ ხო იმენა ვანგაა